|
2021-07-01 13:41:14, 1044 ნახვა
პოლიტიკა
TI - დადებითად ვაფასებთ ცვლილებებს „საარჩევნო კოდექსში“, თუმცა, არის რამდენიმე პრობლემური საკითხი
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მთლიანობაში დადებითად აფასებს განხორციელებულ ცვლილებებს, ვინაიდან ისინი რამდენიმე მნიშვნელოვან რეფორმას ითვალისწინებს, თუმცა, ასევე, არის რამდენიმე საკითხი, რომელიც პრობლემურად მიგვაჩნია. მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილებებიდან აღსანიშნავია შემდეგი: სამივე დონეზე საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი ხდება უფრო სამართლიანი. იზრდება პარტიების მიერ დანიშნულ წევრთა რაოდენობა და თითო პარტია მხოლოდ ერთ წევრს დანიშნავს. ცესკო-ს პროფესიული წევრების დანიშვნას უბრალო უმრავლესობის ნაცვლად, დასჭირდება პარლამენტის ⅔-ის თანხმობა. მუნიციპალიტეტების საკრებულოების დაკომპლექტებისას მცირდება საარჩევნო ბარიერი და იზრდება პროპორციულად არჩეულ საკრებულოს წევრთა წილი, შესაბამისად, ცვლილებები უზრუნველყოფს ამომრჩეველთა ნების მანდატებში უფრო პროპორციულ ასახვას; წესდება მაჟორიტარად არჩევისთვის აუცილებელი 40%-იანი ბარიერი. იკრძალება საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის შესწორება კენჭისყრის დღის შემდგომ დღეებში; საოლქო საარჩევნო კომისიას ეკრძალება ოქმში შესწორების შეტანა ბიულეტენების გადათვლის გარეშე; სავალდებულო წესით კომისიები გადაითვლიან საარჩევნო უბნების 10%-ს. სამუშაო საათებში აგიტაციაში მონაწილეობის აკრძალვა გაფართოვდა და ის ყველა საჯარო მოსამსახურეს შეეხება, აგრეთვე ის გავრცელდა სკოლამდელ და ზოგად საგანმანათლებლო საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულებზეც. საარჩევნო ადმინისტრაციაში საჩივრების წარდგენა ელექტრონული წესითაც შესაძლებელი გახდა. უარყოფითად ვაფასებთ შემდეგ ცვლილებებს: 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებამდე იმოქმედებს ცესკოს პროფესიული წევრების (მათ შორის თავმჯდომარის) დანიშვნის განსხვავებული წესი. კერძოდ, შეცვლილია ამ პროცესში ჩადებულ ე.წ. პოლიტიკური ჩიხის საწინააღმდეგო მექანიზმი: პროფესიული წევრის 2/3-ით არჩევის შეუძლებლობის შემთხვევაში, მას პარლამენტის 3/5 ამტკიცებს, ხოლო თუ ეს კვორუმიც ვერ შეგროვდა, ცესკოს წევრს პარლამენტის უბრალო უმრავლესობა ირჩევს. თითოეულ კენჭისყრას შორის პერიოდი არანაკლებ 4 კვირა უნდა იყოს. 2021 წლის არჩევნებამდე 4 კვირიანი ვადა შემცირებულია 1 კვირამდე, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს პარტიებს შორის კომპრომისის მიღწევის სივრცეს და საპარლამენტო უმრავლესობას, ფაქტობრივად, საშუალებას აძლევს ოპოზიციის თანხმობის გარეშე, მარტივად აირჩიოს მისთვის მისაღები კანდიდატი. აგრეთვე დროებით იმოქმედებს რეგულაცია, რომლის მიხედვითაც იმ შემთხვევაში თუ 9-ზე მეტმა პარტიამ გადალახა საპარლამენტო საარჩევნო ბარიერი საარჩევნო კომისიების წევრების დანიშვნისას უპირატესობა მიენიჭება იმ პარტიას, რომელსაც მეტი სახელმწიფო დაფინანსება ეკუთვნის, განსხვავებით ზოგადი წესისა, როდესაც უპირატესობა ენიჭება იმ პარტიას, რომელმაც მეტი ხმა მიიღო არჩევნებზე. ეს დროებითი წესი ქმნის შესაძლებლობას, რომ ბლოკის შემადგენლობაში შესულმა ერთზე მეტმა პარტიამ მიიღოს კომისიის წევრის დანიშვნის უფლება, ხოლო არჩევნებში ინდივიდუალურად მონაწილე ბარიერგადალახული პარტია საარჩევნო ადმინისტრაციაში წევრის დანიშვნის უფლების გარეშე დარჩეს. პარტია კარგავს საარჩევნო კომისიებში წევრის დანიშვნის უფლებას, თუ მის მიერ გაყვანილმა ყველა პარლამენტარმა, 2021 წლის 19 აპრილის მდგომარეობით, დატოვა პარტია და სხვა პარტიაში გაწევრიანდა. ასეთ შემთხვევაში, ახალ პარტიას გადაეცემა კომისიის წევრების დანიშვნის უფლება. ჩანაწერი პირდაპირ მოერგო „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ შემთხვევას, შედეგად, პარტია დაკარგავს საარჩევნო კომისიებში წევრის დანიშვნის უფლებას და ის „ევროპელ სოციალისტებს“ გადაეცემა, სადაც „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიით პარლამენტში შესული ყველა წევრი გადავიდა. ცესკოს თავმჯდომარეს ემატება კიდევ ერთი მოადგილე, რასაც ხელმოწერილი პოლიტიკური შეთანხმება არ ითვალისწინებდა. შეთანხმებით, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე მხოლოდ ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის მიერ დანიშნული წევრი უნდა ყოფილიყო. ცესკოს მოადგილეების რაოდენობის გაზრდა ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნული მოადგილის მნიშვნელობას გარკვეულწილად ამცირებს. საარჩევნო უბანზე, კენჭისყრის დღეს, პარტიების მიერ დანიშნულ კომისიის წევრებს აღარ ექნებათ უფლება შეასრულონ ამომრჩეველთა რეგისტრატორის ფუნქცია, რაც კომისიის წევრებს არათანაბარ პირობებში აყენებს, ასევე, ამ შეზღუდვამ, შესაძლოა, საარჩევნო პროცედურების ჯეროვან აღსრულებას ხელი შეუშალოს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
საფრანგეთის ქალაქ ლიმოჟში, არეულობის დროს ხანძრის შედეგად, მე-19 საუკუნის მერიის კოშკი ჩამოინგრა
„ლინდსი შოკირებული იქნებოდა“ - რესპუბლიკელები ტრამპს რუსეთისთვის სანქციების შესახებ გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებენ
კობახიძე მედიას ცენზურას აქტიურად აგრძელებს და მედიასაშუალებებს სამართლებრივი დევნით ემუქრება
ქართული ოცნება – ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ პრემიერის, გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
სექტემბერში, რუსული დაბომბვის გამო, უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაში დაღუპულთა რიცხვი თითქმის გაორმაგდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)