2021-06-28 21:50:37, 747 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროქტი მესამე მოსმენით დაამტკიცა
პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროქტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.
ცვლილებების პროექტი პარლამენტმა 86 ხმით დაამტკიცა, „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს მხარ არ დაუჭირეს უფრაქციო დეპუტატებმა - თაკო ჩარკვიანმა, ნატო ჩხეიძემ და როსტომ ჩეიძემ - ასევე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ლელომ“.
„საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მაჟორიტარებისთვის 40%-იან ბარიერს.
ასევე საარჩევნო კომისია დაკომპლექტდება 8+9 კანდიდატი - ეს ნიშნავს, რომ კომისიის 7 წევრი პროფესიული თვალსაზრისით შეირჩევა, ხოლო 9-ს პარტიები დანიშნავენ, ამასთანავე ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე ოპოზიციის მიერ დანიშნეული იქნება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,