|
2021-06-25 11:35:02, 816 ნახვა
პოლიტიკა
DRI – „ქართული ოცნება“ შეთანხმებას არღვევს და სასამართლო ხელისუფლებაზე სრულ კონტროლს ამყარებს
არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიული კვლევის ინსტიტუტი“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. DRI მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნება“ შარლ მიშელის მედიაციით მიღწეულ შეთანხმებას აღრვევს და სასამართლო ხელისუფლებაზე სრულ კონტროლს ამყარებს. 17 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატები შეარჩია, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ კი განაცხადა, რომ პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მოუსმენს და მათ განმწესების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ დაუშვებელია საბჭოს მიერ არსებითად ხარვეზიანი და პრობლემური პროცესის შედეგად შერჩეული კანდიდატების დანიშვნა და ეხმიანება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „გაუგებარია . . . განცხადებები, თითქოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენა და არჩევა პოლიტიკური შეთანხმების [ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმება, „სამომავლო გზა საქართველოსთვის“] სულისკვეთებასთან მოდის წინააღმდეგობაში. შეთანხმების სულისკვეთებად ვერ განიმარტება ის, რაც მისივე ტექსტს პირდაპირ ეწინააღმდეგება.“ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) აღნიშნავს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნით, „ქართული ოცნება“ დაარღვევს შეთანხმების „სამომავლო გზა საქართველოსთვის“ როგორც სულისკვეთებას, ასევე, წინააღმდეგობაში მოვა მის სიტყვასიტყვით მნიშვნელობასთან“, - აღნიშულია DRI-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „დემოკრატიული კვლევის ინსტიტუტი“ მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, უარი თქვას აღნიშნულ ვითარებაში კანდიდატების უზენაეს სასამართლოში დანიშვნაზე, სასამართლოს რეფორმა გაგრძელდეს მხოლოდ ინკლუზიური პროცესის მეშვეობით, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულებით, საერთაშორისო ექსპერტების რჩევებისა და საპარლამენტო ოპოზიციასთან პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე.
საფრანგეთის ქალაქ ლიმოჟში, არეულობის დროს ხანძრის შედეგად, მე-19 საუკუნის მერიის კოშკი ჩამოინგრა
„ლინდსი შოკირებული იქნებოდა“ - რესპუბლიკელები ტრამპს რუსეთისთვის სანქციების შესახებ გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებენ
კობახიძე მედიას ცენზურას აქტიურად აგრძელებს და მედიასაშუალებებს სამართლებრივი დევნით ემუქრება
ქართული ოცნება – ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ პრემიერის, გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
სექტემბერში, რუსული დაბომბვის გამო, უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაში დაღუპულთა რიცხვი თითქმის გაორმაგდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)