|
2021-03-18 10:00:49, 492 ნახვა
სამართალი
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სამი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო, ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ავტომობილის ქურდობის ბრალდებით 3 პირი: 1993 წელს დაბადებული გ.ჭ. 1977 წელს დაბადებული მ.შ. და 1991 წელს დაბადებული ლ.შ. დააკავეს. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 8 მარტს, ბრალდებულები თურქული კომპანიის კუთვნილი "ნისან ნავარას" მარკის ავტომობილს ქალაქ ზუგდიდში ფარულად დაეუფლნენ და სოფელ ახალსოფელში, ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ეზოში გადამალეს. სადაც, შემდგომ რეალიზაციის მიზნით ავტომობილი ნაწილებად დაშალეს. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ნაქურდალი ავტომობილი დაშლილ მდგომარეობაში და მისივე ნაწილები. სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)