|
2020-10-20 17:10:27, 638 ნახვა
კომენტარი
მაია ცქიტიშვილი - 2012-2020 წლებში რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ათასობით ადგილობრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა
2012-2020 წლებში მუნიციპალური ბიუჯეტებით, რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებითა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ათასობით ადგილობრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. მხოლოდ 2013 – 2020 წლებში კი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მილიარდ 750 მილიონი ლარი მიემართა მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა ტიპის მცირე მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა „ქართული ოცნების" მდგრადი განვითარების პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა. ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ განახლდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა ადგილობრივი მოსახლეობის მიერ უშუალოდ შერჩეული 10 000-ზე მეტი პროექტი. მაია ცქიტიშვილის თქმით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ნარჩენების მართვის სისტემა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 31 ნაგავსაყრელს, დაიხურა 23 ძველი ნაგავსაყრელი, რეგიონებში კი მოეწყო 5 ნარჩენების გადამტვირთავი სადგური „ქართული ოცნების" მდგრადი განვითარების პროგრამის პრეზენტაციაზე ვიცე-პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყანაში ორნახევარჯერ გაიზარდა გაზიფიკაციის ტემპი. „თუ წინა წლებში გაზმომარაგების ქსელში მხოლოდ 124 ათასი აბონენტი ჩაერთო, 2012 წლიდან ამ მაჩვენებელმა 300 ათასს გადააჭარბა",- აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა. ვიცე-პრემიერის თქმით, ელექტრომომარაგების ქსელში ჩაერთო ათეულობით უშუქო სოფელი - ყველა დასახლება უზრუნველყოფილია ელექტროენერგიით, მათ შორის ისეთი სოფლები, რომლებსაც ელექტროენერგია არასოდეს მიეწოდებოდა. ასევე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მუნიციპალური ინფრასტრუქტურა და სერვისები გზების, ტრანსპორტის, ნარჩენების მართვის, სკოლამდელი აღზრდისა და სკოლისგარეშე განათლების, კულტურისა და სპორტის და სხვა სფეროებში. მაია ცქიტიშვილმა მდგრადი განვითარების პროგრამის პრეზენტაციაზე ასევე აღნიშნა, რომ 2012 წლიდან გაორმაგდა ქვეყნის ინტერნეტიზაციის მაჩვენებელი.
წილოსანი ევროპის ქვეყნებზე - სულ ცოტა დრო გავიდა და ანალოგიურმა ძალადობრივმა აქციებმა ევროპის ქვეყნების ქუჩებშიც იფეთქა
ლაშა ფარულავა - მოვითხოვთ, შეწყდეს ხალხის სოციალური ტერორი და „ოცნებამ“ პასუხისმგებლობა აიღოს გაძვირებულ ცხოვრებაზე, საწვავი 5 ლარს გასცდა
უკრაინამ ერთ თვეში მეხუთედ დაარტყა რუსეთის უდიდეს ნავთობის ჰაბს სამარის რეგიონში
საიას შეფასებით, პაატა მანჯგალაძის წინააღმდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მისი ბრალეულობის დასადასტურებლად
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)