|
2020-10-20 13:01:57, 616 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - ბიზნესის ყველა წარმომადგენელს, ვინც თვითშეგნებით ეკიდება დაწესებულ დროებით შეზღუდვებს, მადლობას ვუხდით
მას შემდეგ, რაც პანდემიიდან გამომდინარე 22:00 საათიდან შეზღუდვები დაწესდა რესტორნების მუშაობაზე, თბილისის რესტორნებიდან წამოვიდა საკმაოდ სამართლიანი წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანებმა, ვინც მანამდე გვიანობამდე სტუმრობდა თბილისის რესტორნებს, საათების შეზღუდვის შემდეგ გადაინაცვლეს მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარე რესტორნებისკენ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის თქმით, მცხეთის რესტორნებში მობილობის გაზრდა ასუსტებდა მთავრობის გადაწყვეტილების ეფექტურობას, არ აგდებდა მობილობას და მეორე მხრივ, უსამართლო იყო თბილისის რესტორნების მიმართ. „აქედან გამომდინარე, ვიმსჯელეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თბილისის მახლობლად მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარე რესტორნებზეც გავრცელდეს იგივე შეზღუდვა", - განაცხადა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. მინისტრის შეფასებით, ყველამ ერთად უსაფრთხოდ უნდა გადავლახოთ მეორე ტალღა - მძიმე შემოდგომა და ზამთრის პერიოდი. ნათია თურნავამ იმედი გამოთქვა, რომ ასევე მალე იქნება შესაძლებელი დღეს არსებული შეზღუდვების მოხსნა. „ბევრი რამ არის დამოკიდებული საზოგადოებაზე, ბიზნესზე. ყველა გაგებით უნდა მოეკიდოს ამ სიტუაციას - მთავრობა მარტო შემზღუდავი და პრევენციული ღონისძიებებით ვერ შეაკავებს ვირუსს. ამიტომ ძალიან დიდი თვითშეგნება უნდა გამოიჩინონ ბიზნესის ხელმძღვანელებმა. ყველას, ვინც ასე იქცევა, დიდ მადლობას ვუხდით", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
წილოსანი ევროპის ქვეყნებზე - სულ ცოტა დრო გავიდა და ანალოგიურმა ძალადობრივმა აქციებმა ევროპის ქვეყნების ქუჩებშიც იფეთქა
ლაშა ფარულავა - მოვითხოვთ, შეწყდეს ხალხის სოციალური ტერორი და „ოცნებამ“ პასუხისმგებლობა აიღოს გაძვირებულ ცხოვრებაზე, საწვავი 5 ლარს გასცდა
უკრაინამ ერთ თვეში მეხუთედ დაარტყა რუსეთის უდიდეს ნავთობის ჰაბს სამარის რეგიონში
საიას შეფასებით, პაატა მანჯგალაძის წინააღმდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მისი ბრალეულობის დასადასტურებლად
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)