|
2020-10-20 13:01:37, 531 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - ბიზნესის სისტემური, დარგობრივი, დიდი შეზღუდვები არ იგეგმება
„ჩვენ არ ვგეგმავთ, არ ვაპირებთ ბიზნესის სისტემურ შეზღუდვას, ლოქდაუნის გამეორებას, მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება მარტივი არ არის“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მინისტრის განმარტებით, ხელისუფლება საჭიროებისამებრ მხოლოდ ლოკალური შეზღუდვების გზით მოქმედებს, რათა ბიზნესი სწრაფად დაუბრუნდეს თავის საქმიანობას. „ჩვენი არჩევანი არის მხოლოდ ლოკალური, დროებით შეზღუდვები პროტოკოლების დაცვით იქ, სადაც ეს გარდაუვალია და შემდგომში ესა თუ ის ორგანიზაცია კვლავ ერთვება საქმიანობაში. ასე რომ, სისტემური, დარგობრივი, დიდი შეზღუდვები ჩვენ დაგეგმილი არ გვაქვს“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. ამასთან, მისი ინფორმაციით, უკვე არსებობს ამ პრაქტიკის ეფექტიანობის პირველი მაგალითები ბიზნესსექტორში, როცა ორგანიზაციაში მოხდა ინფიცირება, მაგრამ გარკვეული პერიოდის, სწორი პროტოკოლების დაცვის და ყველა რეკომენდაციის შესრულების შემდეგ ესა თუ ის ორგანიზაცია კვლავ გაიხსნა. „ამის მაგალითია „აჭარა ტექსტილი" და სხვათა შორის, სწორედ ამ დარგს და ასეთ კომპანიებს უნდა ვუმადლოდეთ, რომ სექტემბრის თვეში ექსპორტში გვაქვს თითქმის 9%-იანი ზრდა - ტექსტილი და სამკერვალო ინდუსტრია ერთ-ერთი ლიდერია ამ მიმართულებით. „აჭარა ტექსტილის" საწარმოში იყო ინფიცირების შემთხვევები, მაგრამ დღესდღეობით კვლავ მწყობრშია ქობულეთის და ბათუმის საწარმოები, ფოთის საწარმო ჯერჯერობით გაჩერებულია, იქ მიმდინარეობს ყველა დაგეგმილი ღონისძიება და იმედი მაქვს, რომ ისიც მალე ამუშავდება“, - აღნიშნა მინისტრმა.
წილოსანი ევროპის ქვეყნებზე - სულ ცოტა დრო გავიდა და ანალოგიურმა ძალადობრივმა აქციებმა ევროპის ქვეყნების ქუჩებშიც იფეთქა
ლაშა ფარულავა - მოვითხოვთ, შეწყდეს ხალხის სოციალური ტერორი და „ოცნებამ“ პასუხისმგებლობა აიღოს გაძვირებულ ცხოვრებაზე, საწვავი 5 ლარს გასცდა
უკრაინამ ერთ თვეში მეხუთედ დაარტყა რუსეთის უდიდეს ნავთობის ჰაბს სამარის რეგიონში
საიას შეფასებით, პაატა მანჯგალაძის წინააღმდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მისი ბრალეულობის დასადასტურებლად
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)