14:13 - 02 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-19 13:37:52, 561 ნახვა

კომენტარი
პრემიერი - ჩვენ გაგვაჩნია კორონავირუსის მართვის რესურსი, ვაიპოლიტიკოსების და ვითომ ექსპერტების მხრიდან პანიკის საფუძველი არ არსებობს

ჩვენ გაგვაჩნია კორონავირუსის მართვის რესურსი, ვაიპოლიტიკოსების და ვითომ ექსპერტების მხრიდან პანიკის საფუძველი არ არსებობს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგე განაცხადა.

ამასთანავე, პრემიერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას, რომ დაიცვან დაწესებული შეზღუდვები.

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს აბსოლუტურად განსხვავებულ მდგომარეობაში ვიმყოფებით. თავიდან მკაცრი შეზღუდვები და ლოკდაუნი იყო სწორი გადაწყვეტილება, რადგან ამით პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ვიცავდით. დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო თანხმდება, რომ ვირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება არის პირბადე, 90 პროცენტზე მეტს ამცირებს დაინფიცირების ალბათობას, რა თქმა უნდა, მსგავს ლოკდაუნს აღარ გამოვაცხადებთ. ამის აუცილებლობა არ არსებობს და ქვეყნის ეკონომიკა ამას ვერ გაუძლებს. ამიტომ, ყველას უნდა გვესმოდეს, იმის გათვალისწინებით, რომ ხვალ და ზეგ ვაქცინა არ იქნება, ვირუსთან თანაცხოვრება და ვირუსთან ბრძოლა გრძელვადიანი პროცესია.

შესაბამისად, ჩვენი სტრატეგია იცვლება, რაც არის ვირუსთან ადაპტაცია და მისი მართვა. შესაბამისად, ჩვენი ყველაზე მართებული გადაწყვეტილება იქნება, წერტილოვანი შეზღუდვები და სწორი ბალანსი. ბალანსში ვგულისხმობთ წერტილოვან შეზღუდვებს და იმ წესების სწორად შესრულებას, რომლებსაც ეპიდემიოლოგები გვიწესებენ. ესენი ელემენტარულ წესებია. უნდა ვატაროთ ბირბადე, დავიცვათ დისტანცია. შესაბამისად, უნდ გვესმოდეს, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ვირუსის გავრცელება ტემპში შემცირდეს, ინფიცირების შემთხვევების მატება გვექნება. ასეთი მატება მოსალოდნელი იყო. ყოველთვის ვამბობდით, ვირუსის მეორე ტალღის დროს ინფიცირების შემთხვევების მატება იქნებოდა. თუმცა, ჩვენ გაზრდილი შემთხვევების მართვის რესურსი გაგვაჩნია. დღეს ჯანდაცვის სისტემა მეტად მომზადებულია. თუმცა რესურსები ამოუწურავი არ არის. პირველ რიგში, ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ, ასევე ეკონომიკის განვითარების შესაძლებლობას. არანაირი პანიკის საფუძველი ვაიპოლიტიკოსების და ვითომ ექსპერტების მხრიდან არ არსებობს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
წილოსანი ევროპის ქვეყნებზე - სულ ცოტა დრო გავიდა და ანალოგიურმა ძალადობრივმა აქციებმა ევროპის ქვეყნების ქუჩებშიც იფეთქა
ლაშა ფარულავა - მოვითხოვთ, შეწყდეს ხალხის სოციალური ტერორი და „ოცნებამ“ პასუხისმგებლობა აიღოს გაძვირებულ ცხოვრებაზე, საწვავი 5 ლარს გასცდა
უკრაინამ ერთ თვეში მეხუთედ დაარტყა რუსეთის უდიდეს ნავთობის ჰაბს სამარის რეგიონში
საიას შეფასებით, პაატა მანჯგალაძის წინააღმდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მისი ბრალეულობის დასადასტურებლად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics