|
2020-10-12 15:13:10, 438 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - გვაქვს მკაფიო ხედვა, გვყავს ძლიერი გუნდი და დარწმუნებული ვართ, ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო წინ წაიწევს
გვაქვს მკაფიო ხედვა, გვყავს ძლიერი გუნდი და დარწმუნებული ვართ, რომ ეს ყველაფერი არის საუკეთესო გარანტი იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო წინ წაიწევს, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ბორჯომში, ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობოს კანდიდატის ანტონ ობოლაშვილის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ჰყავს ღირსეული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული ანტონ ობოლაშვილია. „ბორჯომი არის უსაყვარლესი ქალაქი, ბევრ ჩვენგანს ბავშვობა აქვს გატარებული ამ ქალაქში, შესაბამისად ეს დამოკიდებულება განსაკუთრებულია. ყველამ კარგად ვიცით, რამხელა პოტენციალი აქვს ბორჯომს, როგორც ტურისტული, ისე ბევრი სხვა თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე ვიცით, რომ ამ ქალაქს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. ბევრი რამ გაკეთდა გასული წლების განმავლობაში, თუმცა გვესმის, რომ კიდევ უფრო ბევრი რამ არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ ჩვენ საბოლოოდ ვიხილოთ კიდევ უფრო განვითარებული, გაძლიერებული ბორჯომი და ბორჯომის მუნიციპალიტეტი. აქედან გამომდინარე ჩვენ გვჭირდება მკაფიო ხედვა. ჩვენი პარტია სხვა პარტიებისგან გამოირჩევა იმით, რომ გვაქვს ჩამოყალიბებული, მკაფიო ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყანა, თითოეული მუნიციპალიტეტი. ეს ხედვა არის ასახული პროგრამაში და იმ დოკუმენტებში, რომელიც თითოეულ მუნიციპალიტეტთან დაკავშირებით არის შემუშავებული. ჩვენ გამოგვარჩევს ძალიან ღირსეული გუნდი, რომლის საპარლამენტო სიის სათავეში დგას პრემიერი გიორგი გახარია. ჩვენ წარვადგინეთ ახალი საპარლამენტო გუნდი, რომელიც წარმოდგენილია, როგორც გამოცდილი, ისე ახალი წევრებით. ჩვენ, გვყავს ძალიან ღირსეული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, ვიტყოდი რომ მართლაც გამორჩეული ამ კანდიდატებს შორის ანტონ ობოლაშვილი, რომელიც წარმოადგენს ამ რეგიონს, არის რეგიონზე უაღრესად შეყვარებული ადამიანი და ძალიან ბევრ რამეს გააკეთებს რეგიონისთვის. გვაქვს მკაფიო ხედვა, გვყავს ძლიერი გუნდი და დარწმუნებული ვართ, რომ ეს ყველაფერი არის საუკეთესო გარანტი იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო წინ წაიწევს და ბორჯომის რაიონი კიდევ უფრო მეტად განვითარდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
Transparency International:: ელისაშვილის წინააღმდეგ ერთადერთი მოწმე სამსახურებრივი ძაღლი იყო
ოპოზიციის ცნობით, საკონსტიტუციო პარტიების აკრძალვის სარჩელს 21,22,23 ოქტომბერს განიხილავს
მანჯგალაძე საპროცესოებზე: ეს აბსურდი როგორ მოვინანიო? ან რა მოვინანიო?
მანანა კობახიძემ საკონსტიტუციოს მოსამართლის პოსტი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)