|
2020-10-10 14:49:11, 530 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე - მოვუწოდებ ჩვენს მხარდამჭერებს, ნუ ჩაერთვებიან პროვოკაციებში, ნუ უპასუხებენ ძალადობას ძალადობით
ყველა ჩვენს მხარდამჭერს მოვუწოდებ, რომ ნუ ჩაერთვებიან პროვოკაციებში, ნუ უპასუხებენ ძალადობას ძალადობით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მესტიაში, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ ამბროლაურის, ონის, ცაგერის, მესტიისა და ლენტეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენაზე განაცხადა. თალაკვაძემ სვანეთის, როგორც საქართველოს ერთ-ერთი უნიკალური კუთხის მნიშვნელობასა და გამორჩეულობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს რეგიონი ქვეყნის განძსაცავია. მისი თქმით, სვანეთის განვითარება უნდა გაგრძელდეს. „ჩვენ გავიმარჯვებთ კეთილსინდისიერ, თავისუფალ, სამართლიან არჩევნებში და მინდა, ჩვენი გუნდის სახელით, კიდევ ერთხელ, შევუერთდე პარტიის თავმჯდომარის სიტყვებს, როდესაც მან ბრძანა, რომ ქვეყანას ძალადობა, პროვოკაციები არ სჭირდება - ჩვენ გავატარეთ დემოკრატიული რეფორმები იმისთვის, რომ თავისუფალი, მაღალი სტანდარტების არჩევნები ჩავატაროთ. ეს უნიკალური კულტურა აგრძელებს თავის არსებობას, ის ცოცხალია და დღემდე ათი ათასობით სტუმარს, ქართველსა თუ უცხოელს აოცებს. ჩვენ ამ ყველაფერს, მომავალშიც ღირსეულად უნდა მოვუაროთ და უნდა განვაგრძოთ ქვეყნის განვითარება, სვანეთის განვითარება, სადაც უნდა შევქმნათ ახალი ინფრასტრუქტურა, ახალი შესაძლებლობები ადამიანებისთვის ბიზნესის, განათლების სფეროში, მეტი ახალგაზრდა ჩავრთოთ პროცესში, მივცეთ მათ თავისი საკუთარი ბიზნესის დაწყების საშუალება და დასაქმების შესაძლებლობა. ჩვენ მაქსიმალურად ვიმუშავებთ ამისთვის“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს მხარდაჭერა დაუდასტურა. თალაკვაძის თქმით, გოჩა ენუქიძე კეთილსინდისიერი პატრიოტი ადამიანია, რომელიც არჩევნებში პირნათელი და ოპტიმისტური გეგმებით იღებს მონაწილეობას. „მოხარული ვართ, რომ თქვენი კუთხის წარმატებული და ღირსეული შვილები რჩებიან და მომავალშიც აგრძელებენ ჩვენს სახელისუფლებლო გუნდში მუშაობას, მინდა, მადლობა გადავუხადო თეა წულუკიანს, სოზარ სუბარს, ვიქტორ ჯაფარიძეს და არაერთ ადამიანს თვითმმართველობაში, ცენტრალურ ხელისუფლებაში, საჯარო მოხელეებს, პოლიციელებს, ჯარისკაცებს და ექიმებს, სხვა პროფესიის ხალხს, ვინც ასე წარმატებით და აქტიურად მუშაობდნენ ჩვენი ქვეყნისთვის და თავისი სვანეთისთვის“, - მიმართა შეკრებილებს პარლამენტის თავმჯდომარემ. არჩილ თალაკვაძის თქმით, „ქართული ოცნება“ კეთილსინდისიერ, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში გაიმარჯვებს. მან მხარდამჭერებს მოუწოდა, არ აყვნენ პროვოკაციებს. „ჩვენ გვაქვს საზოგადოების ძალიან დიდი მხარდაჭერა და ეს 54 %-დან 64 %-მდე არის სხვადასხვა რეგიონში. ამიტომ, როდესაც მომავალზე ხარ ორიენტირებული, როდესაც საზოგადოება შენს გვერდით არის, გაქვს ხედვა, ქვეყნის განვითარების გეგმა, დღეს ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები გვჭირდება, ამიტომ, ყველა ჩვენს მხარდამჭერს მოვუწოდებ, რომ ნუ ჩაერთვებიან პროვოკაციებში, ნუ უპასუხებენ ძალადობას ძალადობით, მშვიდად, დემოკრატიულად, თავისუფლად გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის განვითარება“, - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
Transparency International:: ელისაშვილის წინააღმდეგ ერთადერთი მოწმე სამსახურებრივი ძაღლი იყო
ოპოზიციის ცნობით, საკონსტიტუციო პარტიების აკრძალვის სარჩელს 21,22,23 ოქტომბერს განიხილავს
მანჯგალაძე საპროცესოებზე: ეს აბსურდი როგორ მოვინანიო? ან რა მოვინანიო?
მანანა კობახიძემ საკონსტიტუციოს მოსამართლის პოსტი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)