|
2020-10-10 13:47:43, 542 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - სვანები მაღალი ღირსების მატარებელი, პატრიოტი ხალხია, ვინც განსაკუთრებით აფასებს ჩვენი მიწის თითოეულ გოჯს
ვანები განსაკუთრებული მორალური კოდექსის, მაღალი ღირსების მატარებელი, პატრიოტი ხალხი ხართ, ვინც ყოველთვის ერთგულად მსახურებს სამშობლოს და განსაკუთრებით აფასებს ჩვენი დალოცვილი მიწის თითოეულ გოჯს, – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ბოლო წლების განმავლობაში, მესტიის მუნიციპალიტეტში სიტუაცია ყველა მიმართულებით უკეთესობისკენ შეიცვალა. მინდა მივესალმო სრულიად საქართველოს, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილიდან, ულამაზესი მესტიიდან, ადგილიდან, სადაც შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ ცა-მიწას ერწყმის, სადაც პრაქტიკულად წაშლილია ზღვარი რეალურსა და ზღაპრულს შორის. სვანები განსაკუთრებული მორალური კოდექსის, მაღალი ღირსების მატარებელი, პატრიოტი ხალხი ხართ, ვინც ყოველთვის ერთგულად მსახურებს სამშობლოს და განსაკუთრებით აფასებს ჩვენი დალოცვილი მიწის თითოეულ გოჯს. ამ საოცარი მთებით, სვანური კოშკებითა და უძველესი სალოცავებით გარშემორტყმული ხალხისთვის ბუნებრივია, ტრადიციებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს და თქვენც სათუთად უფრთხილდებით და იცავთ წინაპრების დანატოვარს, ისევე, როგორც უძველეს სვანურ ენას, რომელიც მთელი საქართველოსთვის ნამდვილად საამაყოა. ასეთ პირობებში გაზრდილ ადამიანს, რა თქმა უნდა, ბავშვობიდან სამშობლოს განსაკუთრებული სიყვარული დაჰყვება, თუმცა, მთელმა საქართველომ იცის, რომ ყველაფერთან ერთად, სიმართლის მთქმელი, პირდაპირი, სვანები სიტყვის კაცები არიან და სხვისგანაც საკუთარი სიტყვის ერთგულებას და მის პატიოსან შესრულებას მოითხოვენ. ამიტომაც, ახლა, როდესაც თქვენ წინაშე ვდგავარ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და მომავალშიც ყველაფერს გააკეთებს, რომ იმედები არ გაგიცრუოთ. თითოეული თქვენგანი საკუთარი თვალით ხედავს, მესტიის მუნიციპალიტეტში აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალა და მიღწეული პროგრესიც სახეზეა. ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა მესტიის მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტების როგორც მოცულობა, ასევე რაოდენობა, შედეგად კი, არა მხოლოდ უცხოელი ტურისტებისთვის, არამედ ქართველებისთვისაც თქვენი მუნიციპალიტეტი ერთ-ერთ უსაყვარლეს დასვენების ადგილად, დაუსრულებელი თავგადასავლების მხარედ იქცა. რა თქმა უნდა, არც ის გვავიწყდება, რომ არსებობს გამოწვევები, რომელთან გამკლავებაც აუცილებელია. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთად დგომით, ერთიანი ძალიხსმევით შესაძლებელია ყველა პრობლემას, რაც შეიძლება სწრაფად და ღირსეულად ვუპასუხოთ. ერთად საქართველოს წარმატებისთვის!", - განაცხადა კახა კალაძემ.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)