|
2020-10-09 16:54:44, 533 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია ყველა გამოწვევას ღირსეულად უპასუხოს, „ქართული ოცნებაა“
ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია ყველა გამოწვევას ღირსეულად უპასუხოს, „ქართული ოცნებაა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ლენტეხში, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, მესტიისა და ლენტეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გოჩა ენუქიძის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მმართველ პარტიას ბოლო წლების განმავლობაში წინგადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები აქვს. „2012 წლიდან, „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, სახელმწიფო ზოგადად რეგიონებზე და კონკრეტულად, თითოეული მუნიციპალიტეტის საჭიროებებზე მორგებულ პროექტებსა და პროგრამებს ახორციელებს. ამიტომაცაა, რომ თქვენს მუნიციპალიტეტშიც, პრაქტიკულად ყველა მიმართულებით გვაქვს წინსვლა. მიუხედავად ამისა, კარგად მესმის, რომ ეს საკმარისი არ არის, რადგან ჩვენ წინაშე კვლავ დიდი გამოწვევებია, რათა სახელმწიფო პროექტების სიკეთე და ეკონომიკური სარგებელი თითოეულმა თქვენგანმა საკუთარ თავზე იგრძნოს. მტკიცედ მწამს, რომ ერთად დგომით, „ქართული ოცნების" ხელისუფლებისა და თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლიანი ნაბიჯებით, ყველაფერს შევძლებთ, ყველა გამოწვევას დავძლევთ და დასახულ მიზნებსაც აუცილებლად მივაღწევთ“, - განაცხადა კალაძემ. როგორც მან ხაზგასმით აღნიშნა, ხალხის მხარდაჭერა მათთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და არა თვითკმაყოფილების საფუძველი. „გარწმუნებთ, რომ „ქართული ოცნების" ერთიანი პოლიტიკური გუნდი, ჩვენ მიერ თქვენს მუნიციპალიტეტში წარდგენილ მაჟორიტარობის კანდიდატთან ერთად, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ მაღალ ნდობას ხალხისა და ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებული, ეფექტიანი ნაბიჯებით ვუპასუხოთ. საუბრის დასაწყისში ვახსენე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ბოლო წლების განმავლობაში წინგადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები გვაქვს. შეიძლება ავიღოთ განათლება, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, სახელმწიფოსთან არსებული შესაბამისი პროგრამები, რომ ხელი შევუწყოთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. ძალიან ბევრმა ადამიანმა ისარგებლა ამ პროგრამებით, მაგრამ მინდა გავიმეორო, რომ ჩვენ არ ვართ მიცემული თვითკმაყოფილებას, გვესმის ის გამოწვევები და პრობლემები, რომლებიც მუნიციპალიტეტში აუცილებლად მოსაგვარებელია. დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანი ძალისხმევით ყველაფერი შესაძლებელია. ჩვენ წინ გველოდება ძალიან საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი არჩევნები, რომელიც 31 ოქტომბერს გაიმართება. დარწმუნებული ვარ, თქვენი მხარდაჭერით, თანადგომით, როგორც ეს გასული წლების განმავლობაში ხდებოდა, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და ეს არ იქნება მხოლოდ ჩვენი წარმოდგენილი კანდიდატის გამარჯვება ან თუნდაც, ჩვენი პარტიის გამარჯვება. ეს იქნება ჩვენი ქვეყნის გამარჯვება, იმიტომ, რომ დღეს, ყველაზე მეტად, ჩვენს ქვეყანას სჭირდება სიმშვიდე, მშვიდობა, სტაბილურობა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. ერთადერთი პოლიტიკური ძალა სწორედ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოა", რომელსაც რეალურად შესწევს ძალა იმისა, რომ ყველა გამოწვევას და პრობლემას, რომელიც ქვეყანაშია, ღირსეულად უპასუხოს“, - განაცხადა კალაძემ.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)