|
2020-10-09 14:13:59, 603 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - რაჭის გაძლიერება ნიშნავს მთლიანად საქართველოს გაძლიერებას, მის მიმართ დამოკიდებულება უნდა გაძლიერდეს
იყო ძალიან დიდი წინსვლა, თუმცა რეგიონის გასაძლიერებლად და ახალგაზრდების უკან დასაბრუნებლად მეტია გასაკეთებელი, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ონში, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, მესტიისა და ლენტეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გოჩა ენუქიძის და ონის მერობის კანდიდატის დავით ჩიკვაიძის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, რაჭის გაძლიერება ნიშნავს მთლიანად საქართველოს გაძლიერებას, ამიტომ რაჭის მიმართ დამოკიდებულება უნდა გაძლიერდეს. „ძალიან მიხარია, რომ მაქვს საშუალება ჩემი მშობლიური კუთხის წარმომადგენლებს მოგმართოთ და ერთად ვისაუბროთ იმ საჭიროებებზე, რომელიც ჩვენს რეგიონს აქვს. რაჭის მიმართ ჩვენი გუნდის დამოკიდებულება განსაკუთრებულია და კონკრეტული საქმითაც გამოხატული. რაჭაში უამრავი რამ კეთდება სხვადასხვა მიმართულებით - საუბარი გვაქვს ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ვითარდება სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ გაძლიერდეს ქართული მთა, გაძლიერდეს რაჭა და ჩვენი საქართველო. ძალიან კარგად გვესმის, რომ მთის გაძლიერება, რაჭის გაძლიერება ნიშნავს მთლიანად საქართველოს გაძლიერებას, ამიტომ ბუნებრივია, რაჭის მიმართ დამოკიდებულება უნდა გაძლიერდეს. მთის კანონმა ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იმისათვის, რომ რეგიორნში დემოგრაფიული და სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო. იმისათვის, რომ ეს რეგიონი კიდევ უფრო მეტად განვითარდეს, ძალისხმევა ყველა მიმართულებით გაგრძელდება. იყო ძალიან დიდი წინსვლა, თუმცა კარგად გვესმის, რომ რეგიონის გასაძლიერებლად და რაც მთავარია იმისათვის, რომ ადამიანები და განსაკუთრებით, ახალგაზრდები რაჭას დაუბრუნდნენ, მეტია გასაკეთებელი. ახალგაზრდების დაბრუნება ნიშნავს იმას, რომ ჩვენთვის ძვირფასი რეგიონი კიდევ უფრო წინ წაიწევს. ჩვენ ამ არჩევნებში ძალიან ძლიერად ვართ წარმოდგენილი. ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი და ღირსეული სიის პირველი ნომერი - პრემიერი გიორგი გახარია, ჩვენ ვართ წარმოდგენილი ძალიან ძლიერი პარტიული სიით, როგორც გამოცდილი ადამიანებით, ისე ახალი სახეებით, ძალიან ძლიერი კანდიდატებით. გოჩა ენუქიძე არის ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარს თავისი სამშობლო და თავისი რეგიონი. დავით ჩიკვაიძე ონის ღირსეული შვილია. ეს ყველაფერი არის გარანტია იმისა, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ჩვენი გამარჯვება დარწმუნებული ვართ, ნიშნავს ჩვენი ქვეყნის შემდგომ წინსვლას და განვითარებას. მინდა წარმატება ვუსურვო ჩვენს გუნდს, წარმატება ვუსურვო რაჭას და რაჭველებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)