23:33 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-09 13:44:07, 588 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - მმართველი გუნდის რეიტინგი კატასტროფულად ვარდება, რეალურად ისინი აგებენ არჩევნებს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე გუშინ ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ განცხადება მიუთითებს მმართველი გუნდის რეიტინგის კატასტროფულ ვარდნაზე.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ რეალურად აგებს არჩევნებს.

„ეს განცხადება მიუთითებს, რომ კატასტროფულად ვარდება მათი რეიტინგი და რეალურად აგებენ არჩევნებს და ასეთი ხელოვნური განცხადებებით უნდათ, რომ ამომრჩეველი რაღაცნაირად შეინარჩუნონ. მათ ექნებათ ძალიან დაბალი რეიტინგი“, - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, გუშინ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მმართველი გუნდის საპროგნოზო მაჩვენებელი 54-დან 60%-მდე მერყეობს და რიგ შემთხვევებში, 63%-საც კი აჭარბებს.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics