15:42 - 30 Oct, 2026
|
2026-07-10 16:14:08, 3270 ნახვა
პოლიტიკა
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
ცაგერის საკრებულოში „ქართული ოცნების“ სატელიტი „ხალხის ძალის“ ფრაქციის თავმჯდომარე ლაშა ლეთოდიანი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს. სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. პროკურატურამ მას ბრალი „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის მუხლით – სისხლის სამართლის კოდექსის 223 ტერცია მუხლის მეორე ნაწილით წარუდგინა. ლაშა ლეთოდიანის ადვოკატმა „ნეტგაზეთს“ განუცხადა, რომ ის ბრალს არ აღიარებს. დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვს. ლაშა ლეთოდიანი ერთ-ერთია იმ 29 პირს შორის, რომლებიც „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის საქმეზე დააკავეს, კიდევ 3-ს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. დაკავებების შესახებ შსს-მ 8 ივლისს განაცხადა. საქმე რამდენიმე ნაწილად არის დაყოფილი.
ტრამპმა ლიეტუვას მოსთხოვა, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ბელარუსული კალიუმის ექსპორტისთვის პორტი გაეხსნა
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)