|
2020-08-11 22:57:13, 1140 ნახვა
სამართალი
ბაჩალიაშვილის Gmail-ი გაიხსნა - ოჯახის ადვოკატის განცხადებით, მასზე წვდომა სხვა პირსაც ჰქონდა
დღეს შსს-ში ბაჩალიაშვილის ოჯახისა და ადვოკატის თანდასწრებით, გარდაცვლილის Gmail-ის გახსნა მიმდინარეობდა. რამდენიმე საათიანი პროცედურის შემდეგ ოჯახმა და ადვოკატმა უწყება დატოვა, პირველი კომენტარი მიხეილ რამიშვილმა ტელკომპანია „ფორმულას“ ეთერში გააკეთა. მან აღნიშნა, რომ ამოღებულია ძალიან ბევრი მასალა, თუმცა, მაინც ჩნდება კითხვის ნიშნები. “დღეს თამუნას Gmail-ი გაიხსნა. მთელ იმ ინფორმაციიდან, რაც ფოსტაში იყო, რაც მოვახერხეთ დეტალურად გავეცანით. არის საკმაოდ ვრცელი ინფორმაცია. არის გარკვეულწილად რაღაც პერიოდები, სადაც დიდი კითხვის ნიშნებია. გარკვეული დრო 13-დან 18-მდე უცნაურადაა წაშლილი. ფოსტაში ძალიან ბევრი მიწერ-მოწერაა ყოველი დღის, მაგრამ 13-დან 18-მდე არანაირი მიწერ-მოწერა, არანაირი შეტყობინებები არაა, რაც გამოძებისთვისაც კითხვის ნიშნებს აჩენს. ვიღაცას აქვს წვდომა და ეს გადამოწმდება. რა ფორმით და როგორ, ამას გამოძიება დაადგენს” , - განაცხადა რამიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)