|
2020-08-11 15:49:59, 1124 ნახვა
სამართალი
ადვოკატი - მინიმუმ დროში მაინც უნდა გაეზომათ, რამდენად რეალურია შაქარაშვილის წყლამდე მიდევნებისა და დახრჩობის ვერსია
გიორგი შაქარაშვილი საქმეზე დაკავებული მორაგბის, არჩილ გაგნიძის ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა, რომ მას პროკურატურის მიერ წარდგენილი მასალა ტრილერივით მოეჩვენა. კობაიძის თქმით, საგამოძიებო უწყებას მინიმუმ დროში მაინც უნდა გაეზომა, რამდენად რეალურია შაქარაშვილის წყლამდე მიდევნებისა და შემდეგ მისი ლიკვიდაციის ვერსია. „მე რომ ვუყურე აღნიშნულ ვერსიას, რაღაცა თრილერივით მომეჩვენა ეს, რაც ბრალდების მხარეს არ უნდა გაეკეთებინა. ანუ რას ვგულისხმობ, ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ თურმე წყლამდე მისდიეს და შემდეგ წყალში მოახდინეს მისი ლიკვიდაცია, მინუმუმ დროში ხო უნდა გაეზომათ რამდენად რეალური და რელევანტური იყო. ამაზე პასუხი არ ექნება. უფრო გაგვეხსნა ხელ-ფეხი, რომ ამ მიმართულებით მთელი რიგი საგამოძიებო ექსპერტიზები ჩავატაროთ“, - განაცხადა კობაიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)