|
2020-08-11 13:50:49, 1106 ნახვა
სამართალი
ახალგაზრდა ქალს, რომელიც ექიმების გულგრილობის გამო რამდენიმე თვეა კომაშია, ექსპერტიზა ჩაუტარდება
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ახალგაზრდა ქალს, რომელიც ექიმების გულგრილობის გამო რამდენიმე თვეა კომაშია, ექსპერტიზა ჩაუტარდება. მისი თქმით, ექსპერტიზის შედეგად ზუსტად დადგინდება იმ ზიანის შესახებ დეტალური ინფორმაცია, რამაც პაციენტი მსგავს მდგომარეობაში ჩააყენა. „ასევე იყო განხილული ექსპერტიზის საკითხი. ვინაიდან მათ აღინიშნეს, რომ დღემდე ვერ ჩატარდა ექსპერტიზა იმ მიყენებულ ზიანზე, რომლის გამოც პაციენტი დღეს ამ მდგომარეობაში იმყოფება. იმის მიღმა თუ რა დოკუმენტური შესწავლა მოახდინა რეფორმირების სააგანტომ, მოხდეს ექსპერტიზის ჩატარება იმისათის, რომ გამოძიება ჩატარდეს მეტად უფრო გამჭვირვალედ. ჩვენ მზად ვართ ყველა იმ საექსპერტო ჯგუფის მობილიზება მოვახდინო, ვინც ჩაატარებს ექსპერტიზას და ზუსტად დადგინდება ვინაა უშუალო მოანწილე“, - განაცხადა ტიკარაძემ. ცნობისთვის, შეგახსენებთ, რომ 4 აგვისტოს სამართალდამცავებმა „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორი და ამავე კლინიკის ექიმი სამსახურეობრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე დააკავეს. საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ პაციენტს ოპერაცია იტალიიდან მოწვეული ექიმების ნაცვლად, ლიცენზიის არმქონე პირებმა გაუკეთეს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)