|
2020-08-06 20:29:46, 3046 ნახვა
მსოფლიო
BBC-ის ცნობით, ბათუმის პორტის გავლით რუსულმა გემმა 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატი გადაზიდა, რომელიც ბეირუთში აფეთქდა
ამერიკული საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს ბეირუთის მთავრობის მიერ გაავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც მთავრობა აღიარებს, რომ 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატი აფეთქდა, რომელიც 6 წელი პორტში დაუცველად ინახებოდა. მთავრობა არ ასახელებს, ამ დოზის ნიტრატი რომელი ქვეყნიდან შემოვიდა პორტში. BBC-ის ცნობით, სექტემბრის თვეში ბათუმის პორტის გავლით რუსული გემი საავარიო მიზეზების გამო დროებით გაჩერდა ბეირუთის ნავსადგურში. ინდუსტრიული ბიულეტენის Shippingarrested.com- ის 2015 წლის მოხსენებაშიც ასახულია, რომ რუსული გემი საავარიო მიზეზების გამო ბეირუთის პორტში გაჩერდა. მოხსენება ლიბანელმა იურისტებმა დაწერეს , რომლებიც ეკიპაჟის წევრები იყვნენ. შეგახსენებთ, რომ ბეირუთში რამდენიმე დღის წინ დიდ მასშტაბიანი აფეთქება მოხდა, მსხვერპლს ამ დრომდე ითვლიან. არსებული ინფორმაციით კი გარდაცლილთან რიცხვმა 135-ს მიაღწია, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 4000-ს გადაცდა. წინასწარი ინფორმაციით ბეირუთის პორტში 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატი აფეთქდა, რამაც შენომებისა და საცხოვრებელი სახლების ნგრევა გამოიწვია.
რუსი ჟურნალისტი და ბლოგერი იური დუდი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში დაამატეს
RBC-Ukraine: აზერბაიჯანმა და თურქეთმა მხარი დაუჭირეს ევროკავშირის სანქციების მოხსნას რუსი მილიარდერის, უსმანოვის წინააღმდეგ
პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი ოჯახის განცხადებას, რომ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე სისტემატური ძალადობა ხორციელდება, სიცრუეს უწოდებ
რუბიომ და ლავროვმა თითქმის ერთი საათის განმავლობაში განიხილეს უკრაინა და აშშ-რუსეთის ურთიერთობები
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)