14:11 - 02 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-24 14:06:27, 4391 ნახვა

რეგიონი
სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის პროგრამებით ფერმერები შეუფერხებლად სარგებლობენ

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“  ფარგლებში,  სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ ფერმერები და მეწარმეები სახელმწიფოსგან მნიშვნელოვან მხარდაჭერას იღებენ.

24 ივლისის მონაცემებით: 

  • სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების სახელმწიფო  პროგრამის  ფარგლებში,  115,000-ზე მეტ   ფერმერს უკვე  დაერიცხა აგროქულები. დარიცხული სუბსიდიის ოდენობა 21 მლნ ლარს აჭარბებს. აგროქულების დარიცხვა გრძელდება.
  • აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამით, უკვე  106,000-ზე მეტმა ბენეფიციარმა 28,000 ტონაზე მეტი  მოცულობის  აგროდიზელის ფასდაკლების ბარათები  მიიღო. იმ ფერმერებმა, რომლებმაც უკვე გაანაღდეს ფასდაკლების ბარათები, ჯამურად,  3 მლნ  ლარზე მეტი დაზოგეს.
  • აგროდაზღვევის  პროგრამის ფარგლებში 2020 წლის ივლისის თვის მონაცემებით, სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემული პოლისების რაოდენობა 15,422-ს შეადგენს, დაზღვეულია 15,000 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24 %-ით მეტია. დაზღვეული მოსავლის ღირებულება 140 მლნ ლარს აღემატება.
  • მერძევეობის  დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, იმერეთის, კახეთის, სამეგრელო და ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონიდან შემოსულია 1000-ზე მეტი განაცხადი. 
  • შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიმდინარე ხარჯების დაფინანსების უზრუნველყოფისათვის, სახელმწიფო 6 თვის საპროცენტო განაკვეთს სრულად ფარავს. გაცემულია 1528 აგროსესხი, სესხის თანხა, ჯამურად, 28 მლნ ლარს აჭარბებს, მათ შორის, სააგენტოს მიერ პროცენტის გასაცემი თანადაფინანსება 2,2 მლნ ლარს აჭარბებს
  • აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის პირობებთან შესაბამისობაშია წარმოდგენილი 380-ზე მეტი განაცხადი. აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 10 მლნ ლარს.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წილოსანი ევროპის ქვეყნებზე - სულ ცოტა დრო გავიდა და ანალოგიურმა ძალადობრივმა აქციებმა ევროპის ქვეყნების ქუჩებშიც იფეთქა
ლაშა ფარულავა - მოვითხოვთ, შეწყდეს ხალხის სოციალური ტერორი და „ოცნებამ“ პასუხისმგებლობა აიღოს გაძვირებულ ცხოვრებაზე, საწვავი 5 ლარს გასცდა
უკრაინამ ერთ თვეში მეხუთედ დაარტყა რუსეთის უდიდეს ნავთობის ჰაბს სამარის რეგიონში
საიას შეფასებით, პაატა მანჯგალაძის წინააღმდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მისი ბრალეულობის დასადასტურებლად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics