|
2020-07-22 13:56:36, 5113 ნახვა
რეგიონი
ეკატერინე ტიკარაძემ გურიის რეგიონში ეკომიგრანტი ოჯახებისთვის გადაცემული სახლები მოინახულა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კამპანია - „ერთი თვე სამინისტროსთან ერთად“ გრძელდება. კამპანიის ფარგლებში მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტოს დირექტორ ბესარიონ სიმონიშვილთან და გურიის გუბერნატორ ზურაბ ნასარაიასთან ერთად, გურიის რეგიონში, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის გადაცემული სახლები მოინახულა, ეკომიგრანტებს პროგრამის შედეგები გააცნო და დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. „დღეის მდგომარეობით ჩვენ მოვახდინეთ 176 ოჯახის განსახლება, წლის ბოლომდე ვგეგმავთ კიდევ დამატებით 180 ოჯახის განსახლებას და ასევე, ჩვენ გვაქვს ისეთი ფართები და სახლები, რომელთა დაკანონებაც ესაჭიროებათ ეკომიგრანტ ოჯახებს. 140 ოჯახისთვის დამატებით ვფიქრობთ დავაკანონოთ ბინები და სახლები, რომლებშიც ისინი დღეს დღეობით ცხოვრობენ. გარდა ამისა, დღეს, ჩვენ ეკომიგრანტებს გავაცანით ის შესაძლებლობები, რომლებიც მათ დამატებით გააჩნიათ, ეს არის მათი დასაქმების ხელშეწყობის პროგრამები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. მინისტრი ეკომიგრანტებს ლანჩხუთის, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში ესტუმრა. მინისტრის თქმით, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების უსაფრთხო გარემოში განსახლება გრძელდება. „ჩვენ ვიცით, რომ გურიის რეგიონი არის ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული რეგიონი და სამინისტრო გააგრძელებს აქტიურ მუშაობს, რომ ყველა ოჯახს, რომელსაც უდგას ან სამომავლოდ შეიძლება დაუდგეს რისკი, მოვახდინოთ ამ ოჯახების განსახლება უსაფრთხო გარემოში.“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის სახლებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, შეისყიდის. ეკომიგრანტები სახლსა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთს საკუთარი სურვილის შესაბამისად არჩევენ.
წილოსანი ევროპის ქვეყნებზე - სულ ცოტა დრო გავიდა და ანალოგიურმა ძალადობრივმა აქციებმა ევროპის ქვეყნების ქუჩებშიც იფეთქა
ლაშა ფარულავა - მოვითხოვთ, შეწყდეს ხალხის სოციალური ტერორი და „ოცნებამ“ პასუხისმგებლობა აიღოს გაძვირებულ ცხოვრებაზე, საწვავი 5 ლარს გასცდა
უკრაინამ ერთ თვეში მეხუთედ დაარტყა რუსეთის უდიდეს ნავთობის ჰაბს სამარის რეგიონში
საიას შეფასებით, პაატა მანჯგალაძის წინააღმდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მისი ბრალეულობის დასადასტურებლად
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)