|
2020-07-10 14:49:27, 2979 ნახვა
სამართალი
დამოუკიდებელი ექსპერტი ადასტურებს, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი არის ასფიქსია წყალში დახრჩობით
დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე ადასტურებს, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი არის ასფიქსია წყალში დახრჩობით. ის ასევე აღნიშნავს, რომ გარდაცვლილის თირკმელში აღმოჩნდა პლანქტონი. „რაც შეეხება სიკვდილის მიზეზს, ანუ ასფიქსიას წყალში დახრჩობით, გვამის მაკროსკოპული გამოკვლევის რეჟიმში ჩვენ გვქონდა წინასწარი მინიშნებითი ინფორმაცია,, ანუ დამახასიათებელი ნიშნები წყალში დახრჩობის, მაგრამ შეგნებულად ვიკავებდი თავს სიკვდილის მიზეზის დასახელებისგან, რამეთუ მძიმეა ამაზე საუბარი, მაგრამ ადგილი ჰქონდა გვამის ლპობით პროცესებს, რაც ართულებდა მიკროსკოპული კვლევის შედეგებს, რომლებიც უტყუარად ერთიანობაში მოგვცემდენენ იმის შესაძლებლობას რომ სიკვდილის მიზეზზე კატეგორიულად გველაპარაკა. თირკმელში აღმოჩნდა პლანქტონი, შესაბამისად, ეს არის სპეციფიკური ნიშანი და მთლიანობაში ვადასტურებ, რომ ის დასკვნა რომელიც ხელში მიჭირავს და ამ დასკვნას აწერს ხელს სამხარაულის ექსპერტთან ერთად ჩვენი წარმომადგენელიც, ცალსახაა, რომ გარდაცვალების მიზეზია ასფიქსია, განვითარებული წყალში დახრჩობით. ის ინფორომაცია, რაც არაერთმა ადვოკატმა გააჟღერა, რომ უფრო ადრე არ შეეძლოთ სიკვდილის მიზეზის თქმაო? ამის მიზეზი აგიხსენით, რომ რესურსი ლაბორატორიული კვლევის შედეგების სრულად მიღებამდე არ გაგვაჩნდა და როგორც კი მივიღეთ შედეგი მაშინვე განვაცხადეთ“, - განაცხადა ექსპერტმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)