01:02 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-11 12:52:49, 2550 ნახვა

კომენტარი
ზალკალიანი კონგრესმენების განცხადებაზე - ეს არის დოკუმენტი, რომელსაც არანაირი ძალა არ აქვს

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის შეფასებით, რესპუბლიკური პარტიის   კონგრესმენების კრიტიკას არანაირი ძალა არ აქვს.

მისი თქმით, ეს არის კვლევა, რომელსაც ხელს აწერს ჩვენთვის პატივსაცემი კონგრესმენები.

„სასაცილოა და როგორ შეიძლება ამაზე სერიოზული მსჯელობა საერთოდ. ვფიქრობ, ამას ყურადღება უნდა მიაქციონ ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, თუ როგორ ცდილობს ოპოზიცია ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი შემოყვანას ჩვენს შიდა პოლიტიკურ პროცესში და საარჩევნო პროცესში.

დღეს მოვისმინე ოპონენტების პირველი რეაქციები კონგრესმენების განცხადებაზე. ეს არის ზუსტად ის მაგალითი, თუ როგორ ცდილობს ოპოზიცია ის, რაც ითქმება ჩვენი პარტნიორების მხრიდან იყოს გამოუყენებული ქვეყნის შიდა პოლიტიკური პროცესებისთვის და ის ითარგმნის როგორც მათი მხარდაჭერა. ეს არის დოკუმენტი, რომელსაც ძალა არ აქვს. ეს არის კვლევა, რომელიც არის ჩატარებული რესპუბლიკური სასწავლო კვლევითი ცენტრის მიერ. არც აღმასრულებელი და არც საკანონმდებლო ძალა და დანიშნულება ამ დოკუმენტს არ აქვს. ეს არის კვლევა, რომელსაც ხელს აწერს ჩვენთვის პატივსაცემი კონგრესმენები“, - განაცხადა ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს გაძლიერებისა და გლობალურ საფრთხესთან ბრძოლის კომიტეტი ანგარიშს აქვეყნებს, სადაც საუბარია, რომ „ბიძინა ივანიშვილი პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics