|
2020-06-04 20:02:06, 3122 ნახვა
სამართალი
ჩოლოიანის საქმის პროკურორი - მოწმეების ჩვენების საფუძველზე დგინდება, რომ სკოლის მოხატვასთან დაკავშირებით არასრულწლოვანთა პოლიციელებთან შეხვედრა, კანონიერი წარმომადგენლის გარეშე მოხდა
სასამართლოში დღეს 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული მარიანა ჩოლოიანის საქმის განხილვა გაიმართა. მარიანა ჩოლოიანის საქმის პროკურორის განცხადებით, დღეს სასამართლოში დაკითხული მოწმეების ჩვენების საფუძველზე დგინდება, რომ სკოლის მოხატვასთან დაკავშირებით არასრულწლოვანთა პოლიციელებთან შეხვედრა კანონიერი წარმომადგენლის გარეშე მოხდა. მისი თქმით, დაიკითხა "მწვანე სკოლის" სასწავლო ნაწილი და ლუკა სირაძის დამრიგებელი, რომლებმაც დაადასტურეს, რომ განყოფილებაში არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელდა ჩვენების მიღება იძულებით, ფსიქოლოგიური ზემოქმედების საშუალებით განხორციელდა. "დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის ორი მოწმე დაიკითხა სასამართლოს წინაშე. საუბარია "მწვანე სკოლის" წარმომადგენლებზე. ერთი მხრივ დაიკითხა სკოლის სასწავლო ნაწილი და აღნიშნულმა პირებმა ისაუბრეს პოლიციაში განხორციელებულ მოვლენებთან დაკავშირებით და დაადასტურეს, რომ აღნიშნულ გამყოფილებაში არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელდა ჩვენების მიცემის იძულების მიზნით ფსიქოლოგიური ზემოქმედება. მათ დაადასტურეს, რომ სკოლის მოხატვასთან დაკავშირებით გარკვეული შეხვედრა შედგა პოლიციელების, სკოლის წარმომადგენელთა და არასრულწლოვანთა შორის, მათი კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობის გარეშე", - განაცხადა ლევან ქუთათელაძემ. ცნობისთვის, აღნიშნული საქმე ეხება 10 დეკემბერს მწვანე სკოლის კედელზე გაკეთებულ წარწერას - „ამ ცხოვრების დედაც“, რომლის გამოც, ადმინისტრაციამ პოლიცია გამოიძახა. სამართალდამცველებმა ვიდეო კამერების ჩანაწერებით ვერ მოახერხეს იმ მოზარდის იდენტიფიცირება, რომელმაც წარწერა გააკეთა, შესაბამისად, მათ არასრულწლოვნები გამოკითხვაზე დაიბარეს. სწორედ გამოკითხვის დროს გამომძიებლების მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობა სახელდება მოზარდის მიერ თვითმკვლელობის მთავარ მიზეზად. სსკ-ის 335-ე მუხლის საფუძველზე, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა.
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)