02:23 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-03 14:16:03, 3127 ნახვა

სამართალი
საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული, თურქეთის 9 მოქალაქის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული, თურქეთის 9 მოქალაქის სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, პროცესზე ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელონ.

ერთ-ერთი დაკავებულის, მუსეფ თექ გოზის ადვოკატის, დათუნა მოდებაძის განუცხადა, ის მისი დაცვის ქვეშ მყოფის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობას დააყენებს.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს, საზღვრის უკანონო დარღვევაზე აქვს ბრალი წაყენებული. იცით, რომ გაუთქმელობაზე მაქვს ხელი მოწერილი და დეტალებში ვერ შევალ. ვიტყვი, რომ  ნაჩქარევად აქვს პროკურატურას გადაწყვეტილება მიღებული და სიმართლის გარკვევის შემთხვევაში, 9 პირიდან ბევრი გათავისუფლდება.

მე გამოვრიცხავ ბრალის დამძიმებას, სიმართლის გარკვევის შემთხვევაში, ამ მუხლსაც მოუხსნიან“, - განაცხადა დათუნა მოდებაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ბათუმში საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტზე 9 პირი დააკავეს. მათი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ოთხი ცეცხლსასროლი იარაღი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით და 236 მუხლით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთას და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics