|
2020-05-22 15:28:11, 1422 ნახვა
კომენტარი
ოხანაშვილი - საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვა არის ის ლეგიტიმური მიზანი, რის გამოც ამ პროექტს უმრავლესობის მხრიდან ექნება მხარდაჭერა
„ის საკითხები, რომელიც საჭიროებს ოპერატიულ რეაგირებას და მოწესრიგებას, იქნება გამოწვევა, თუკი მათ არ დავარეგულირებთ“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ტვ „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა. მისი განმარტებით, საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვა არის ის ლეგიტიმური მიზანი, რის გამოც ამ პროექტს უმრავლესობის მხრიდან ექნება მხარდაჭერა. „ჩვენ პროექტში ასახული გვქონდა, რომ ეს იქნებოდა დროებითი ღონისძიება. ეს იყო მხოლოდ გარკვეული ვადით, მინიმალური, თანაზომიერი ჩარევა ადამიანის გარკვეულ უფლებებში. თუმცა რადგან გაჩნდა შეკითხვები, რომ ხომ არ უკავშირდებოდა ეს გარკვეულ საკითხებს, სპეკულაციის თავიდან ასაცილებლად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რაც კნონპროექტში ისედაც ეწერა. მასში ეწერა ის, რომ ეს იყო დროებითი ღონისძიება. ახლა კი კანონპროეტში, მეორე მოსმენის დროს აისახება, რომ ეს რეგულაციები გაგრძელდება მხოლოდ 15 ივლისამდე“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. მისი თქმით, სახელისუფლებო გუნდმა გუშინ სახალხო დამცველთაენ გაიარა კონსულტაცია და პოზიციები შეაჯერა. მისივე ინფორმაციით, სახალხო დამცველს ჰქონდა გარკვეული მოსაზრებები და შენიშვნები, რომელთა ძირითადი ნაწილი კანონპროექტში აისახა. „დღეს გამოქვეყნდა სახალხო დამცველის განცხადება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სადაც მიუთითებს, რომ მისი შენიშვნების ძირითადი ნაწილი გათვალისწინებული იქნა პროექტში“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა, მისი განცხადებით, კანონპროექტში გაწერილი იყო კრიტერიუმები, რომ ეს უნდა ყოფილიყო მხოლოდ საზოგადეოების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით მიღებული გადაწყვეტილება. „ჩვენ შეიძლება დავდგეთ ფაქტის წინაშე, რომ საჭირო იყოს, მაგალითად, მიმოსვლის შეზღუდვა იმისთვის, რომ დავიცვათ საზოგადიების ჯანმრთელობა და სიცოცხლე; შესაძლოა შეიზღუდოს სოციალური ღონისძიებები, მაგალითად, ქორწილის გადახდა, რათა არ მოხდეს ეპიდაფეთქება და არ გადაიზარდოს უმართავ პროცესებში. კანონპროექტში გვქონდა ასევე, რომ დისტანციურად პროცესები გამართულიყო მასიმალურად შეზღუდული ფორმით. ამასთან დაკავშირებით ადვოკატთა ასოციაციას ჰქონდა რეკომენდაცია. ჩვენ ეს ნაწილიც გავითვალისწინეთ და მხოლოდ არასაპატიმრო ღონისძიებების შემთხვევაში ანუ როდესაც პირს აქვს აღკვეთილი თავისუფლება, ან როცა პირს შეფარდებული აქვს პატიმრობა, მხოლოდ ამ შემთხვევებში მოხდეს დისტანციურად პროცესების წარმართვა. ჩვენ მივიღეთ მაქსიმალურად დაბალანსებული მექანიზმი, ადამიანის უფლებებში მინიმალური ჩარევით და თუ ხდება ჩარევა, ის უნდა იყოს კონსტიტუციასთან და ევროპულ კონვენციებთან შესაბამისი“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ლეპენი მკვეთრად აკრიტიკებს რუსეთს
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების გაფართოების შესახებ განაცხადა
პუტინმა ცხინვალის რეგიონში მის მარიონეტ მარატ კამბოლოვს ე.წ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
აშშ-მ და დანიამ გრენლანდიასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)