23:33 - 19 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-13 13:20:34, 1619 ნახვა

კომენტარი
ჭიაბერაშვილის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრებენ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ არ დაუშვან 8 მარტის შეთანხმების ჩაშლა

„ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომ ლეიბორისტული პარტიის ოფისში დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრებენ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ არ დაუშვან 8 მარტის შეთანხმების ჩაშლა.

მისი თქმით, არჩევნებამდე ისე უნდა მივიდეს ქვეყანა, რომ ნაკლები ზიანი მიადგეს საზოგადოებას, ქვეყანასა და მის იმიჯს საზღვარგარეთ.

„ოპოზიციის მაგიდის გარშემო საუბარი იქნება ზუსტად იმაზე, როგორ არ დავუშვათ, რომ ხელისუფლებამ, მიუხედავად იმისა, რომ მას ამის სურვილი აქვს, ჩაშალოს ეს შეთანხმება და როგორ მოხდეს ამ შეთანხმების შესრულებით ისე მისვლა არჩევნებამდე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიაყენოს ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ქვეყანასა და მის იმიჯს საზღვარგარეთ“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, გაერთიანებული ოპოზიცია ლეიბორისტული პარტიის ოფისში კონსულტაციებისთვის იკრიბებიან.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ლეპენი მკვეთრად აკრიტიკებს რუსეთს
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების გაფართოების შესახებ განაცხადა
პუტინმა ცხინვალის რეგიონში მის მარიონეტ მარატ კამბოლოვს ე.წ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
აშშ-მ და დანიამ გრენლანდიასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics