|
2020-05-12 17:24:13, 1828 ნახვა
კომენტარი
დავითაშვილი ონის კასკადზე - ტყუილია, რომ ფეთქდებოდა მთები და დაიკარგებოდა მდინარე რიონი
„განვმარტავ - პირველ რიგში, იყო საუბარი, რომ ფეთქდებოდა მთები და დაიკარგებოდა მდინარე რიონი, რაც ტყუილია. არ არის გათვალისწინებული აფეთქება“, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა. მისი თქმით, ეს არის გარკვეული ბლოკი ჰესის, რომელიც საკმაოდ დიდი გენერაციის საშუალებას იძლევა. „რაჭაში ონის კასკადის მშენებლობასთან დაკავშირებით, ვრცელდება დეზინფორმაცია, უპასუხისმგებლო განცხადებები კეთდება გარკვეული პოლიტიკური ჯგუფებისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. ამ განცხადებებს, ვფიქრობ, მოღალატეობრივიც შეიძლება ვუწოდოთ, რადგან მიმართულია მოსახლეობის, მათ შორის, რაჭის მოსახლეობის გრძნობებზე და მათი შეცდომაში შეყვანაა ამ დეზინფორმაციის გავრცელების მიზანი. ყველა ფაქტი, რომელიც იყო მიწოდებული, არის ტყუილი. განვმარტავ - პირველ რიგში, იყო საუბარი, რომ ფეთქდებოდა მთები და დაიკარგებოდა მდინარე რიონი, რაც ტყუილია. არ არის გათვალისწინებული აფეთქება. კასკადი და გვირაბი სხვადასხვა თემაა. იყო წარმოჩენილი, თითქოს ეს არის დიდი კასკადი. ეს არის გარკვეული ბლოკი ჰესის, რომელიც საკმაოდ დიდი გენერაციის საშუალებას იძლევა. გარემოს დაცვითი ყველა პირობა ჩვენს ნებართვაში არის ასი პროცენტით გათვალისწინებული. რამდენიმე წლიანი შესწავლა უძღოდა გადაწყვეტილების მიღების პროცესს წინ. შესაბამისად, შესწავლილი იყო ყველა ის ასპექტი კომპეტენტური ექსპერტების მიერ, რომლებიც იყო დაკავშირებული სეისმოლოგიასთან, გეოლოგიასთან და ჰიდროლოგიასთან. მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა, ასეთი მანიპულირებით, უბრალოდ უპასუხისმგებლობაა და ცოტა უფრო მეტიც, ამორალურია. რაც შეეხება ჩვენს გადაწყვეტილებას, ამ შემთხვევაში საუბარია, მხოლოდ ისეთი ტიპის ინტერვენციებზე ბუნებაში, რომელიც მინიმალურია. მდინარე რიონი ისეთი წყალუხვია, რომელიც მოვარდნებითაც ხასიათდება და ჰიდროლოგებს ძალიან კარგად ესმის, რომ მთლიანად რიონის მილში მოქცევა არანაირად არ იქნება ჩვენი მხრიდან მხარდაჭერილი და ეს არც არის გათვალისწინებული. პირიქით, მდინარე რიონი ინარჩუნებს თავის კალაპოტს და ეკოსისტემას შევინარჩუნებთ აუცილებლად. მხოლოდ ამ შემთხვევაში აშენდება ჰესი. ასევე, ჰესის აშენების პირობაა ის, რომ ის მინერალური წყლები, რომლებიც რაჭაშია და რომლითაც რაჭა ამაყობს, უნდა იყოს დეტალურად შესწავლილი და არც ერთი სამშენებლო სამუშაო არ უნდა ჩატარდეს ისე, რომ რაიმე ტიპის ზემოქმედება მოხდეს წყლებზე. დეზინფორმაცია, რომელსაც ვისმენთ, არის უპასუხისმგებლო“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, აჭარის რეგიონში მატარებლების გადაადგილება შეფერხებულია
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ლეპენი მკვეთრად აკრიტიკებს რუსეთს
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების გაფართოების შესახებ განაცხადა
პუტინმა ცხინვალის რეგიონში მის მარიონეტ მარატ კამბოლოვს ე.წ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)