01:30 - 20 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-06 16:19:27, 2016 ნახვა

კომენტარი
ოხანაშვილი: უცნაურია, რომ „ფრიდომ ჰაუსის" ანგარიშში წარმოდგენილი მასალა, წინააღმდეგობაში მოდის აშშ-ს საელჩოს განცხადებებთან

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „ფრიდომ ფაუსის" ანგარიშში მოყვანილ დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც საქართველოში სასამართლო სისტემისა და კანონის უზენაესობის ხელყოფის მხრივ გაუარესებული ვითარებაა, კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, „უცნაურია, რომ „ფრიდომ ჰაუსის" ანგარიშში წარმოდგენილი გარკვეული ტენდენცია პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის  ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და ევროკავშირის ოფიციალურ განცხადებებთან.

„მმართველი გუნდი ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს შესაბამის ანგარიშებს. აღნიშნულ ანგარიშთან დაკავშირებით, უნდა ითქვას, რომ უცნაურია, რომ „ფრიდომ ფაუსის" ანგარიშში წარმოდგენილი გარკვეული ტენდენცია პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და ევროკავშირის ოფიციალურ განცხადებებთან, რომლებიც მათ სასამართლო სისტემაში ჩვენი გუნდის მიერ გატარებულ რეფორმებთან დაკავშირებით გააკეთეს. სწორედ აშშ-ის საელჩოს და ევროკავშირის განცხადებით, „ქართული ოცნების“ გუნდის მიერ განხორციელებული რეფორმები, კერძოდ სასამართლო სისტემის მეოთხე ტალღა,  შეფასებულია როგორც მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯად სასამართლო სისტემების მეტი დამოუკიდებლობისთვის, მეტი განვითარებისთვის და კიდევ უფრო მეტი გამჭვირვალეობისთვის", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.​





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, აჭარის რეგიონში მატარებლების გადაადგილება შეფერხებულია
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ლეპენი მკვეთრად აკრიტიკებს რუსეთს
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების გაფართოების შესახებ განაცხადა
პუტინმა ცხინვალის რეგიონში მის მარიონეტ მარატ კამბოლოვს ე.წ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics