|
2020-05-01 20:57:12, 1462 ნახვა
კომენტარი
მეუფე იოანე - გთხოვთ გაითვალისწინოთ ხელისუფლების თხოვნა, ფიზიკურად შეიძლება ცალკე ვიყოთ, მაგრამ სულით, გულით და გონებით ერთად ვიქნებით
მოგიწოდებთ და გთხოვთ, როგორც ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, რომ გაითვალისწინოთ ხელისუფლების თხოვნა, ფიზიკურად შეიძლება ცალკე ვიყოთ, მაგრამ სულით, გულით და გონებით ერთად ვიქნებით, – ამის შესახებ ქუთათელ-გაენათელის მიტროპოლიტის, მეუფე იაონეს მიმართვაშია აღნიშნული. მიტროპოლიტი მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. „მე ქუთაისში ახალი გადმოსული ვარ და შევიტყვე, რომ ქუთაისელებს აქვთ 2 მაისს ტრადიციული დღესასწაული „ქუთაისობა“, რომელიც ათეული წლებია, აღინიშნება. ეხმარებოდნენ გაჭირვებულებს, დაავადებულებს და უმაგრებდნენ გვირილას მკერდზე იმ ადამიანებს, ვინც დაავადებულებისთვის საერთო კალათაში სიმბოლურ თანხას დებდა და ამიტომ ჰქვია „გვირილობა“. მიხარია, რომ ერში ერთობა, ტრადიციული, სიყვარულით, წყალობით, გვერდში დგომით არის. დღეს ყველამ იცის, რა განსაცდელშია კაცობრიობა, მთელი რიგი ქვეყნები და მათ შორის საქართველო და არის ასეთი თხოვნა ხელმძღვანელობისგან და ჩვენც ვიზიარებთ ამას, რომ ეს არის ზრუნვა ჩვენი უსაფრთხოებისათვის, რომ ამჯერად გაგებით მოეკიდოს ყველა მოქალაქე, რათა არ შეიქმნას ინფექციის გავრცელების საფრთხე, იყვნენ ოჯახებში და ლოცვითი სურვილი თანადგომის თქვან ღვთის წინაშე. ღვთის წინაშე არაფერი იკარგება. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ აღდგომას ტაძრებში ვიყავით, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო და ადგილი აქვს, ფორმა და სახე. ეს არის ეროვნული დღესასწაული, ერის ერთობის და თანადგომის, სიყვარულის და ურთიერთგაგების დღე არის. ამჯერად, მე მოგიწოდებთ და გთხოვთ, როგორც ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, რომ გაითვალისწინოთ ხელისუფლების თხოვნა. ფიზიკურად შეიძლება ცალკე ვიყოთ, მაგრამ სულით, გულით და გონებით ერთად ვიქნებით. ეკლესია არ რჩება განზე ამ ერთობის დღესასწაულთან დაკავშირებით, რასაც ჩვენ გამოვხატავთ დღის 12:00 საათზე ყველა ტაძარში სადღესასწაულო-საზეიმო ზარების რეკვით. ბაგრატის ტაძარში სასულიერო პირები გადავიხდით პარაკლისს ერის კეთილდღეობისა და მისი წარმატებისათვის, მშვიდობისათვის, ჩვენი ერთობისათვის. ღმერთმა დაგლოცოთ”, – აღნიშნულია მიტროპოლიტის მიმართვაში.
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. FARA-ს და გრანტების კანონზე კომუნიკაციის ეტაპი დაიწყო
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 235-მდე გაიზარდა, 50 000 დაკარგულად ითვლება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)