|
2020-05-01 15:22:29, 1333 ნახვა
კომენტარი
თურნავა - ჩვენ ვიქნებით ქვეყანა, რომელიც ერთ-ერთი პირველი გახსნის უსაფრთხო დერეფნებს სხვა ქვეყნებთან და აღდგება ტურისტების მიმოსვლა
„ჩვენ ვიქნებით ქვეყანა, რომელიც ერთ-ერთი პირველი გახსნის უსაფრთხო დერეფნებს სხვა ქვეყნებთან და კვლავ აღდგება ტურისტების მიმოსვლა“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მისი თქმით, ტურიზმში განსხვავებული სირთულე არსებობს და განსხვავებულ პრობლემებთან გვაქვს საქმე. ამის გამო პრემიერ-მინისტრის დავალებით ტურიზმისთვის სპეციფიკურ ანტიკრიზისულ გეგმას ამზადებენ. თურნავამ აღნიშნა, რომ გეგმა როგორც კი დამუშავდება, მაშინვე გახდება ტურიზმის სექტორისთვის ის ცნობილი. „თუ კი სხვა ბიზნესები უფრო მალე ამოიქოქება, ტურიზმში, გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ქვეყანა ერთდროულად ვერ დაძლევს პანდემიას და ჯერ კიდევ შენარჩუნდება შეზღუდვები, განსხვავებული სირთულე არსებობს და განსხვავებულ პრობლემებთან გვაქვს საქმე. სწორედ ამიტომ პრემიერ-მინისტრის დავალებით ტურიზმისთვის ჩვენ ვამზადებთ სპეციფიკურ ანტიკრიზისულ გეგმას, განსხვავებულ გეგმას. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს კომუნიკაცია მთლიანად ტურიზმის ინდუსტიარსთან. ეს არ არის მხოლოდ სასტუმროები, ეს არის ძალიან დიდი სექტორი გიდების, რომლებსაც ძალიან გაუჭირდათ დღეს, რადგან პრაქტიკულად შემოსავლის წყარო აღარ აქვთ. ეს არის ძალიან დიდი სეგმენტი ტუროპერატორების, სატრანსპორტო კომპანიების, რომლებიც აქამდე ტურისტების სხვადასხვა ღირსშესანიშნავ ადგილზე ტარებით იყო დაკავებული. ამიტომ მათ სჭირდებათ განსხვავებული გეგმა და მაშინ ჩვენ გვაქვს შანსი, რომ საქართველო უკვე წლის დასასრულს გახდეს უსაფრთხო დანიშნულების ადგილი, რადგან ახალი ტურიზმი აღარ იქნება ისეთი ტრადიციული, როგორიც აქამდე იყო. ახალი მოთხოვნები დაისმება ტურიზმის მიმართ. ჩვენ ვიქნებით ქვეყანა, რომელიც ერთ-ერთი პირველი გახსნის უსაფრთხო დერეფნებს სხვა ქვეყნებთან და კვლავ აღდგება ტურისტების მიმოსვლა. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ გვმართებს განსაკუთრებული შრომა. ეს გეგმაც ასევე უკვე მუშავდება და მთავრობაში შეთანხმების შემდეგ გახდება ცნობილი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)