|
2020-04-30 18:59:47, 1863 ნახვა
სამართალი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს „ანას ბაღის“ მიმდებარედ მშენებლობის გაგრძელების ან შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განხადებით, მათ „ანას ბაღის“ მიმდებარედ მშენებლობის გაგრძელების ან შეჩერების შესახებ გადაწყვტილება არ მიუღიათ. ამის შესახებ განცხადებას თბილისის სააპელაციო სასამართლო ავრცელებს. მათი ცნობით, ინფორმაცია, რომ „ანას ბაღი“ მიმდებარედ მშენებლობა გრძელდება სიმართლეს არ შეესაბამება და სასამართლო მოუწოდებს მხარეებს და ყველა დაინტერესებულ პირს თავი შეიკავოს გადაუმოწმებელი და არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან. „საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, სასამართლო განმარტებას აკეთებს ე.წ „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობის შეჩერების თაობაზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე. მედიისა და პრესის მეშვეობით გავრცელებული ინფორმაცია თითქოს სააპელაციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობის გაგრძელების ნებართვა გასცა, არ შეესაბამება სინამდვილეს და წარმოადგენს სასამართლოს გადაწყვეტილების არასწორ სამართლებრივ და ფაქტობრივ ინტერპრეტაციას. თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2020 წლის 27 აპრილს განიხილა კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 24 თებერვლის განჩინების გაუქმების მოთხოვნით, რომლითაც საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეჩერდა მშენებლობა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა კერძო საჩივარი და მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ თანაზომიერების პრინციპზე დაყრდნობით, უნდა შეაფასოს რამდენად დაცულია პროპორციულობა კერძო პირთა და საჯარო ლეგიტიმურ მიზნებს შორის, რისთვისაც საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა თბილისის საქალაქო სასამართლოს. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს არ გადაუწყვეტია მშენებლობის გაგრძელების ან შეჩერების საკითხი. სასამართლო მოუწოდებს მხარეებს და ყველა დაინტერესებულ პირს თავი შეიკავოს გადაუმოწმებელი და არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან”, - ნათქვამია თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)