|
2015-08-17 14:51:11, 564 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს წარმომადგენლებმა ძალისმიერი სპორტის სახეობათა შავის ზღვის ქვეყნების ღია თასის გათამაშებაში პირველი ადგილები დაიკავეს
შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურე შალვა ბებიაშვილმა და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს მეხანძრე-მაშველმა ამირან დოღონაძემ ბათუმში ძალისმიერი სპორტის სახეობათა შავის ზღვის ქვეყნების ღია თასის გათამაშებაში წარმატებით იასპარეზეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შალვა ბებიაშვილმა 110 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა. ამასთან, ძალოსანმა ათლეტმა სამჭიდის გავრცელებულ ორ სახეობაში - წოლჭიმსა და შტანგის ამოწევაში ევროპის რეკორდსმენის ტიტული მოიპოვა. ამირან დოღონაძემ კი 110 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში იასპარეზა, სადაც მან პირველი ადგილის მოპოვება შეძლო. აღსანიშნავია, რომ ამირან დოღონაძე ტიტულოვანი სპორტსმენია. იგი არის საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა ეროვნული ნაკრების წევრი, ძალისმიერ სამჭიდში ევროპისა და მსოფლიო შეჯიბრებების პრიზიორი, ასევე, საქართველოს ოთხგზის ჩემპიონი. ცნობისთვის, სპორტის ამ სახეობაში მსგავსი მასშტაბის ღონისძიება საქართველოში პირველად ჩატარდა. 15-16 აგვისტოს ქალაქ ბათუმში მიმდინარე ჩემპიონატში, რომელიც ორი საერთაშორისო სპორტული ფედერაციის - ძალისმიერი სპორტის საერთაშორისო გაერთიანებისა (International Power Sports Union) და მსოფლიო პაუერლიფტინგის ალიანსის (World Powerlifting Aliance) ერთობლივი ძალისხმევით გაიმართა, სხვადასხვა ქვეყნებიდან 200-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. მათ საშუალება ჰქონდათ ძალისმიერი სპორტის სხვადასხვა სახეობებში რამოდენიმე ასაკობრივ და წონით კატეგორიაში ეასპარეზათ.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)