|
2020-04-24 17:29:45, 1787 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კოვზანაძე: საქართველომ არსებული კრიზისის პირობებში მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარების მობილიზება შეძლო
საქართველომ არსებული კრიზისის პირობებში შეძლო მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარების მობილიზება, მათ შორის, საჯარო სექტორისთვის მილიარდ ნახევარი დოლარი, რომელსაც ჩვენ გამოვიყენებთ იმ დანაკლისების დაბალანსებისათვის, რომელსაც ჩვენ ბიუჯეტში ვღებულობთ ახალა და ასევე ეროვნული ბანკის რეზერვებისათვის, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ფინანსური დახმარებიდან ასევე დამატებით მილიარდნახევარი იქნება განსაზღვრული კორპორატიული სექტორისთვის, განსაკუთრებით ეს არის საფინანსო სექტორი, საბანკო სექტორი, რომელშიც მნიშვნელოვანია დღეს მდგრადობის შენარჩუნება. „პირველი მილიარდნახევარი გვაძლევს ჩვენ საშუალებას, რომ წარმოგვედგინა ეს მნიშვნელოვანი სოციალური დახმარებების პაკეტი, რომლის პრეზენტაციაც მოხდა და ეხება მოსახლეობის ფართო ფენებს. ეს არის სოციალური დახმარებების ის პაკეტი, რომელიც იძლევა საშუალებას, რომ გადაზღვეულ იქნეს გარკვეული სოციალური რისკები, რომლებიც ამ ვირუსის პირობებში ჩვენი თანამემამულეების წინაშე დგება. ეს პაკეტი არის მრავალმხრივი და ასევე ითვალისწინებს, რომ გარდა კომუნალური დახმარებებისა, გარკვეული ფინანსური რესურსები მიიღონ ჩვენმა თანამემამულეებმა", - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ განსაკუთრებით ხაზგასმით აღნიშნა საფინანსო სექტორთან დაკავშირებული კომპონენტი, კერძოდ ის, რომ ამ პაკეტში არის ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი - 600 მილიონი ლარი დამატებით საბანკო სექტორის ლიკვიდურობის შენარჩუნებისათვის. „დღეს, არსებული კრიზისის პირობებში მნიშვნელოვანია ეს ფაქტორი, რომ შენარჩუნებულ იქნეს საბანკო, საფინანსო სექტორის მდგრადობა და ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი არის კაპიტალის ბუფერებთან ერთად, გადახდისუნარიანობა, ლიკვიდურობა და კაპიტალის ბუფერები, რომლებიც ყოველდღიური კონტროლის ქვეშ უნდა იყოს. ამ პროგრამაში ეს განსაკუთრებით ხაზგასმით არის აღსანიშნავი - 600 მილიონი დამატებით ლიკვიდურობის შენარჩუნებისათვის და ეს ნამდვილად საყურადღებოა. პროგრამა განსაკუთრებით არის დივერსიფიცირებული, და კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, სოციალური პაკეტი, რომელიც დღეს იქნა წარდგენილი", - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, აჭარის რეგიონში მატარებლების გადაადგილება შეფერხებულია
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ლეპენი მკვეთრად აკრიტიკებს რუსეთს
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების გაფართოების შესახებ განაცხადა
პუტინმა ცხინვალის რეგიონში მის მარიონეტ მარატ კამბოლოვს ე.წ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)