|
2020-04-19 18:49:42, 1624 ნახვა
კომენტარი
მეუფე იოანე აცხადებს, რომ პანაშვიდის გადახდას არა 21 აპრილს, არამედ კვირაცხოვლობის სამშაბათს, 28 აპრილს აპირებს
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე იოანე აცხადებს, რომ პანაშვიდის გადახდას არა სამშაბათს, 21 აპრილს, არმაედ კვირაცხოვლობის სამშაბათს, 28 აპრილს აპირებს. მეუფეს განმარტებით, ეკლესია სასაფლაოზე გასვლას არ კრძალავს. „საეკლესიო ტრადიციით, ბრწყინვალე შვიდეულში ეკლესია პანაშვიდებს არ იხდის. პანაშვიდს კვირაცხობლობის სამშაბათს იხდის. ის, რომ საქართველოში დამკვიდრებულია ტრადიცია აღდგომის შემდეგ ორშაბათს გასვლა, ეს ადგილობრივი ხალხური მოვლენაა და რადგან ხელისუფლებამ დაადგინა რეგულაცია, რომ 21 რიცხვის ჩათვლით, ანუ ხვალ და ზეგ თავი შეიკავონ სასაფლაოზე გასვლისგან, ეს არ ეწინააღმდეგება საეკლესიო კანონებს. ეს ეხება კვირაცხოვლობის მომდევნო სამშაბათს, 28 აპრილს. ასე, რომ ვფიქრობ, აქ შეზღუდვა არ უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში, ეკლესიაში დიდ პანაშვიდს გადაიხდიან და ვისაც აქვს სურვილი, რომ ეკლესიურად მოიხსენოს, ეკლესიაში მოვა. ეკლესია სასაფლაოზე გასვლას არ კრძალავს. დაველოდოთ, ხელისუფლება ჩვენი უსაფრთხოებისთვის ზრუნავს და თუ რამე ახალი რეგულაცია იქნება, გავიგებთ, მაგრამ დღეისთვის ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე მიზეზს და საბაბს, რომ ხალხმა ეს შეზღუდვა გააპროტესტოს, რომ ორშაბათი არ არის დადგენილი წესი“, - აცხადებს მეუფე იოანე გამრეკელი. ცნობისთვის, დღეს დილით, სააღდგომო ლიტურგიის შემდგომ ქადაგებაში მეუფე იოანემ განაცხადა, რომ სამშაბათს, 21 აპრილს პარაკლისის გადახდას, ხოლო შემდეგ მრევლთან ერთად საფლავებზე გასვლას აპირებდა.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, აჭარის რეგიონში მატარებლების გადაადგილება შეფერხებულია
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ლეპენი მკვეთრად აკრიტიკებს რუსეთს
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების გაფართოების შესახებ განაცხადა
პუტინმა ცხინვალის რეგიონში მის მარიონეტ მარატ კამბოლოვს ე.წ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)