|
2020-04-03 13:01:37, 1053 ნახვა
კომენტარი
ლევან გოფოძე ახალ ინფიცირებულებზე - მათი ეპიდემიოლოგიური ანალიზი ცნობილია და არცერთი არ არის საგანგაშო
მათი ეპიდემიოლოგიური ანალიზი ცნობილია და არცერთი არ არის საგანგაშო ამ თვალსაზრისით, ორი პაციენტი რუსთავიდან არის - რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ 3 ახალი პაციენტების შესახებ ისაუბრა. მან ასევე აღნიშნა, რომ ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან. „ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში 45 პაციენტია, გუშინდელი ტესტირების შედეგად სამ პაციენტს გამოუვლინდა კორონავირუსის დადებითი მაჩვენებელი. ეს პაციენტები იზოლირებულად არიან მოთვსებული და მიმდინარეობს კვლევა. უნდა აღვნიშნოთ, რომ არცერთ პაციენტს არ აქვს დაავადების მძიმე ფორმები გამოვლენილი, ისინი არ საჭიროებენ სუნთქვის აპარატს. მკურნალობა პროტოკოლის თანახმად მიმდინარეობს და იმყოფებიან დაკვირვების ქვეშ. თუმცა შესაძლებელია ინისი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანონ. მათი ისტორია შესწავლილია, მათი ეპიდემიოლოგიური ანალიზი არსებობს, ეს არის ეგრეთწოდებული მეოთხეული გადაცემის შემთხვევა, როდესაც არ ვიცით საიდან არის დაინფიცირებული პაციენტი, თუმცა მათი ეპიდემიოლოგიური ანალიზი ცნობილია და არცერთი არ არის საგანგაშო ამ თვალსაზრისით. ორი პაციენტი რუსთავიდან არის და ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან. სამივე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დღეს კიდევ 12 პაციენტს გაუკეთდება ანალიზი. დღეს ოთხ საათზე თენგიზ ცერცვაძე კიდევ ერთ ტრენინგს ჩაატარებს ახალ სისტემებთან დაკავშრებით ასე რომ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ყოველ წუთიერად ვმუშაობთ იმისათვის, რომ ნორმალურად წავმართოთ ეს პროცესი, მათ შორის რათქმაუნდა მედ პერსონალის გადამზადებაც. გუშინ გვქონდა პირდაპირი ჩართვა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან სადაც ჩვენი კლინიკური ჯგუფიც მონაწილეობდა. ძალიან ბევრი რამ ითქვა იქ, მაგრამ უდნა გითხრათ რომ რაღაც ახალი არაფერი უთქვამთ, რაც ჩვენთან არ ყოფილა “, - განაცხადა ლევან გოფოძემ.
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)