|
2020-03-31 13:45:30, 1139 ნახვა
კომენტარი
პაატა იმნაძე - მოლეკულური ტესტი არის ოქორს სტანდარტი დიაგნოსტიკაში
მოლეკულური ტესტი, ანუ ის რასაც ლუგარის ლაბორატორია იყენებს არის ოქორს სტანდარტი დიაგნოსტიკაში - ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. მან ასევე აღნშნა, რომ არსებობს ასევე სწრაფი მარტივი ტესტი, ანტიგენის აღმოჩენის, რომელიც მხოლოდ კორეას აქვს. „არსებობს კლასიკური მოლეკულური ტესტი, ანუ ის რასაც ლუგარის ლაბორატორია და უკვე ინფექციური საავადმყოფო იყენებენ, ასევე ჩვენი ქუთაისის და ბათუმის ფილალებიც და ასევე ერთ-ერთი კერძო ლაბორატორიაც ჩაერთო ამ ტესტირებაში. ყველა ჩამოთვლილი სარგებლობს ამ პოლიმერულ და ჯაჭვური რეაქციის ტესტით, რომელიც არის ოქორს სტანდარტი დიაგნოსტიკაში, ძალიან ბევრი დაავადების და ასევე კოვიდ-19-ის დიაგნოსტიკაში. ამ ტესტს სჭირდება რამდენიმე საათი, რომ მივიღოთ პასუხი. არსებობს დაჩქარებული ტესტები, რომელიც ბევრს აქვს ნანახი ცე ჰეპატიტის კვლევა ვისაც ჩაუტარებია, როდესაც სისხლის წვეთით კეთდება ტესტი, თუმცა არის ასევე ტესტი რომელიც ვენურ სისხლზე მუშაობს. ეს არის ანტი სხეულების აღმოჩენის ტესტები, მაგრამ ეს ტესტი საჭიროებს ძალიან დიდი სიფრთხილით შეძენას. მოგეხსენებათ სამნისტრო იძულებული გახდა კონტრაქტი შეეწყვიტა ერთ-ერთ კომპანიასთან, რადგან მათი ტესტები დაიწუნა ესპანეთმა, რომელსაც ჩენამდე ერთი-ორი დღით ადრე მიღებული ჰქონდა და აღმოჩნდა, რომ სამწუხაროდ ვერ მუშაობს ისე, როგროც იყო განცხადებული თავიდან. როგორც ირკვევა ამ სერიოზულმა კომპანიამ თვითონ გაავრცელა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ ისინი წყვეტდნენ ამ პარტია ტესტების წარმოებას, მთელს მსოფლიოში. ასევე არსებობს სწრაფი მარტივი ტესტი ანტიგენის აღმოჩენის, რომელიც მხოლოდ კორეას აქვს. არის ცნობები, რომ ეს ტესტები შეიძლება გამოჩნდეს სხვა ქვეყნებშიც, მაგრამ ამ ეტაპზე, მხოლოდ კორეას აქვს ძალიან შეზღუდული რაოდენობით “, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
პუტინმა მოსკოვის გარშემო კიდევ ერთი საჰაერო თავდაცვის რგოლის აშენება გადაწყვიტა
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)