16:05 - 20 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-28 11:42:27, 1725 ნახვა

კომენტარი
გიორგი კვირიკაშვილი - მსურს გამოვხატო აღტაცება, პატივისცემა და დიდი მადლიერება საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ადამიანების მიმართ

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ადამიანებს შესრულებული სამუშაოსთვის მადლობას უხდის.

როგორც კვირიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, მთავრობა აკეთებს შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს, რათა მძიმე შედეგები თავიდან იქნას აცილებული.

„მსურს გამოვხატო აღტაცება, პატივისცემა და დიდი მადლიერება საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ადამიანების მიმართ, თავდადების, პროფესიონალური ბრწყინვალების და მოქალაქეობრივი ტვირთის უზადოდ ტარებისთვის. განსაკუთრებულად იმ ადამიანებს მადლობა, ვინც სწორი და დროული მიმართულება მისცეს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის რეაგირებას ამ ურთულეს გამოწვევაზე, რომელსაც ბევრმა, გაცილებით უკეთ დაფინანსებულმა სისტემამ სამწუხაროდ ვერ გაართვა თავი. ქედს ვიხრი თქვენს წინაშე.

მინდა ასევე მადლიერება გამოვხატო პოლიციელების, მესაზღვრეების, სამხედროების, ტრანსპორტის თუ სავაჭრო სფეროში მომუშავე, და სხვა უამრავი ადამიანის მიმართ, ვინც სიცოცხლის რისკის ფასად აგრძელებს ურთულეს პირობებში მუშაობას და ქვეყნის სამსახურს.

ასევე მინდა ვთქვა, რომ მთავრობა აკეთებს შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს, რათა მძიმე შედეგები თავიდან იქნას აცილებული. ასეთ დროს ჩნდება სურვილი, რომ ერთი რიგითი მოქალაქის და ჯარისკაცის პოზიციიდან, შესაძლოა არა უაზრო, მაგრამ უკონტექსტო და სიტუაციისთვის უადგილო კრიტიკით, მინიმუმ ხელი არ შეუშალო იმას, რამაც ქვეყანა მინიმალური დანაკარგებით და რაც შეიძლება მალე უნდა გამოიყვანოს ამ მდგომარეობიდან.

ერთი კია, შორეულ ისტორიას რომ არ დავესესხო, 9 აპრილიდან მოყოლებული, ჩვენი ქვეყნის ბოლო 31 წლისთვის თვალის გადავლებითაც ცხადი ხდება, რომ შეგვძლებია ერთმანეთის სიყვარულიც, გატანაც, გაჭირვებულის დახმარებაც, თავგანწირვაც, დაუფასებელი პროფესიონალიც ბევრი გვყოლია, უბრალოდ ერთი რამ გვაქვს მეც და ყველასაც გასაკეთებელი, რომ მომავალში ყველაფერი ეს მოვახერხოთ მანამდე, სანამ ასე მოიღრუბლება, რომ ერთხელაც გვიანი აღარ იყოს“, - წერს კვირიკაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
IT სპეციალისტ გიორგი კვიცარიძეს რომელმაც პოლიციის განყოფილებაში წამების კადრები მოიპოვა, 17 წელი პატიმრობა შეუფარდეს
ზურაბ ცეცხლაძე გიორგი გველესიანზე: სამარცხვინოა, ეროვნული ნაკრების თითქმის მთლიან შემადგენლობას მოღალატეები უწოდო
ბუდუ ზივზივაძის მამა გველესიანის ინტერვიუზე - მოღალატეებს რომ უწოდებს თანაგუნდელებს, ნეტავ სინდისი არ აწუხებს?
გარემოს ეროვნული სააგენტო - ბათუმში 21 საათის განმავლობაში უწყვეტად წვიმდა - 24-საათში მოსული ნალექის რაოდენობა უპრეცედენტოა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics