იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მიწის რეგისტრაციის რეფორმის შესახებ შეხვედრა სამეგრელოს შემდეგ იმერეთში გამართა.
ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, გმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელ გზაზე ქვისგან დამცავი ბადეები დამონტაჟდა.
დევნილთა და განსახლების სამინისტროში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის სხდომა გაიმართა.
ბარნოვის ქუჩაზე გზის კაპიტალური შეკეთება იწყება.
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ქუთაისში ცენტრალური არქივის მშენებლობა დაათვალიერა.
სამეგრელოს რეგიონში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა ამ დროისთვის დადგენილი არ არის.
იუსტიციის სამინისტრო საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობას განაგრძობს. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი 10 ივლისს ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა უსახელოს მშენებარე საზოგადოებრივ ცენტრს ესტუმრა და პროცესის მიმდინარეობა ადგილზე დაათვალიერა.
თბილისის მერი დავით ნარმანია, გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ზაარბრიუკენის უნივერსიტეტის პრეზიდენტ ფოლკერ ლინევებერს და ვიცე–პრეზიდენტ ასტრიდ ფელნერს შეხვდა.
ჩინეთის სინძიანის პროვინციის ქალაქ ურუმჩიში ქართული ღვინისა და ჩინური კულინარიის საღამო გაიმართა, რომელიც ორგანიზებული იყო ქართული ღვინის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი კომპანია „ბეიფანძიედას“ მიერ.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More