„მოწმეებმა მამალაძესთან მეგობრობის მიუხედავად ვერ დამალეს, რომ დეკანოზი თეთრუაშვილთან უარყოფით დამოკიდებულებაში იყო“
ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორის ზვიად გუბელაძის განცხადებით, დღეს დაკითხულმა საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა თანამშრომლებმა დაადასტურეს, რომ მამა გიორგი მამალაძე მკვეთრად უარყოფით დამოკიდებულებაში იყო შორენა თეთრუაშვილთან და მას კარიერული წინსვლის დამაბრკოლებელ გარემოებად მიიჩნევდა.