მოქალაქეები ცხოველების მოვლა-პატრონობის შესახებ მიღებული დადგენილების გაუქმებას ითხოვენ
თბილისის საკრებულოსთან დედაქალაქის მერის წინააღმდეგ ერთდროულად რამდენიმე აქცია გაიმართა. ადგილზე მისული იყვნენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე პარტიზანი მებაღეები, რომლებმაც დავით ნარმანიას გადადგომა მოითხოვეს.