საქართველო იქნება პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელთანაც ჩინეთი დაიწყებს მოლაპარაკებებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ,– ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ჩინეთის პრემიერ–მინისტრ ლი კეციანის შეხვედრაზე მიიღეს.
საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ორმოცდაათ წევრიანი დელეგაციის შემადგენლობაშია აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე.
ჩინურ გამოცემა China Daily-ში გამოქვეყნდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წერილი "საქართველო: აბრეშუმის გზის უმოკლესი მარშრუტი, რომელიც დააახლოებს ჩინეთსა და ევროპას".
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ქ. კრინიცას 25-ე ეკონომიკურ ფორუმში იღებს მონაწილეობას.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე უნგრეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს ჟოლტ ნემეს შეხვდა.
საქართველოს დელეგაცია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვია.
ვენესუელასა და ფე-ფაქტო აფხაზეთს შორის ნებისმიერი შეთანხმების გაფორმება უკანონოა და საერთაშორისო სამართლის თანახმად, იურიდიულ შედეგებს არ წარმოშობს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე სამუშაო ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა.
მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე არჩილ ყარაულაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ჩეხეთის რესპუბლიკის დეპუტატთა პალატის თავდაცვის კომიტეტის დელეგაციის წევრებს შეხვდა.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More