სამადაშვილი: საქართველოში ოლიგარქული რეჟიმი დამყარდა, რომელიც ცდილობს, თითოეულ ჩვენგანს თავისუფლება წაგვართვას
„ოლიგარქული რეჟიმი, რომელიც დამყარდა საქართველოში ცდილობს, რომ დღეს წაგვართვას შანსი ვიცხოვროთ თავისუფალ ქვეყანაში“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა პარტიის მეშვიდე ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.