21:27 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
ნატო და ევროკავშირი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს არ აღიარებენ
პრეზიდენტმა ე.წ ფარული მოსმენების კანონზე პოლიტიკური კონსულტაციები დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ე.წ ფარული მოსმენების კანონთა პაკეტთან დაკავშირებით ფრაქციებთან კონსულტაციები დაიწყო.

 

გიგი წერეთელი ბათუმის მოვლენებზე: დიდი იმედი არ გვაქვს, რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართება

"მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" წევრის, გიგი წერეთელის განცხადებით, პარტიას იმედი არ აქვს, რომ ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება ობიექტურად წარიმართება.

 

საქართველოში უკრაინის პრეზიდენტისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტები იგეგმება

მიმდინარე კვირას საქართველოს უკრაინის და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვევიან.

 

ხოშტარია: ე.წ. მოსმენების კანონი საქართველოში პირადი ცხოვრების ხელყოფას მწვანე შუქს უნთებს

„მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" წევრის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ე.წ მოსმენების კანონთან  დაკავშირებით პარტიის პოზიცია პრეზიდენტის ხედვას ემთხვევა.

 

სუბარი ე.წ. მოსმენების კანონზე: თუ პრეზიდენტს არ მოსწონს, შეუძლია ვეტო დაადოს

"კანონზე, რომელზეც ახლა მიდის მუშაობა და პრაქტიკულად მიღებულია, არის აბსოლუტურად იმ სტანდარტის, როგორიც არის დასავლურ, ევროპულ ქვეყნებში",- ამის შესახებ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა ე.წ მოსმენების კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

სოზარ სუბარი: სტრასბურგი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერ გააუქმებს

"საქართველოში არის სამი ინსტანცია. მესამე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არის საბოლოო. მისი ზემდგომი ინსტანცია არ არსებობს",- ამის შესახებ ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ "რუსთავი 2"-ის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

მიხეილ ჯანელიძე: ბათუმის მოვლენებზე ხელისუფლებას ადეკვატური რეაგირება ჰქონდა

"ბათუმში მიმდინარე მოვლენები ყველამ ერთად დავინახეთ, რომ იყო ძალიან დიდი აგრესია, ვანდალიზმი, რომელზეც საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა შესაბამისი, ადეკვატური რეაგირება", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჯეჯელავა ბათუმის ინციდენტზე: გამოძიებამდე რაიმე სახის დასკვნების გაკეთება არასწორი იქნება

„გამოძიების შედეგებს უნდა დაველოდოთ, მანამდე ჩვენ მიერ რაიმე სახის დასკვნების გაკეთება არასწორი იქნება“, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მთავრობის  სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

სუბარი: პრეზიდეტის არჩევის წესი ისეთი უნდა იყოს, როგორიც საპარალამენტო რესპუბლიკას შეესაბამება

 ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, პრეზიდენტის არჩევის წესი ისეთი უნდა იყოს, როგორიც საპარალამენტო რესპუბლიკას შეესაბამება.

 

სოზარ სუბარი: პრეზიდენტის უფლებამოსილებების შეკვეცა არ ხდება

„თუ პრეზიდენტს უნდა, პირადად ჩემთვის გაუგებარი  ინიციატივებით, რაღაც ქულების ჩაწერა და პიარის გაკეთება, შეუძლია ეს გააკეთოს,  ხელს არავინ უშლის“,-ამის შესახებ დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

სოზარ სუბარი: პოლიციის მუშაობის აბსოლუტურად დასავლური სტანდარტი გამოვლინდა

„პოლიციის მუშაობის აბსოლუტურად დასავლური სტანდარტი გამოვლინდა, რასაც აქამდე არ ვიყავით შეჩვეული და განსაკუთრებით წინა ხელისუფლების პირობებში“,-ამის შესახებ დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა ბათუმში განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.

 

ხოშტარია: ეჭვი მეპარება, რომ ხელისუფლებას აქვს უნარი გამოიტანოს გაკვეთილები მისივე მცდარი გადაწყვეტილებებიდან

,,ეჭვი მეპარება, რომ ხელისუფლებას აქვს უნარი გამოიტანოს გაკვეთილები მისივე მცდარი გადაწყვეტილებებიდან",  - ამის შესახებ ,,მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს’’ წევრმა ელენე ხოშტარიამ ევროსასამართლოში ქართველი მოსამართლეების წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადა.

 

პრემიერი: არავის არ უნდა შერჩეს ეს ძალიან მძიმე პროვოკაცია, რომელიც დაგეგმილის ელფერს ატარებდა

„არავის არ უნდა შერჩეს ეს ძალიან მძიმე პროვოკაცია, რომელიც დაგეგმილის ელფერს ატარებდა“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

პრეზიდენტი ახლადდანიშნულ ელჩებს შეხვდა
ნატო-ს გენერალური მდივნის ანგარიშში საქართველო ალიანსის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პარტნიორადაა მოხსენიებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics