|
2017-05-07 16:17:53, 1836 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი: ევროპულ და ევროატლანტიკურ არჩევანს ალტერნატივა არ აქვს
რიყეზე „ევროპის დღე“ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ევროინტეგრაციის მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ოფიციალურად გახსნეს. პრეზიდენტის განცხადებით, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრქუტურებში ინტეგრაციას ალტერნატივა არ აქვს, რადგან ის ქართული საზოგადოების უმრავლესობის მყარი არჩევანია. „ჩვენს ევროპულ არჩევანს საუკუნეების განმავლობაში ჩვენი თანამემამულეები თავიანთი სიცოცხლით იცავდნენ. როდესაც გავხდით დამოუკიდებლები, კიდევ ერთხელ არჩევანი ძალიან ნათლად განვსაზღვრეთ და ვთქვით, რომ საქართველო არის ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეზე ორიენტირებული ქვეყანა. ყველაზე თამამ ნაბიჯებს ვდგამთ როგორც ევროპული, ისე ევროატლანტიკური მიმართულებით. ბოლო წლების განმავლობაში ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას, გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა, მივიღეთ ვიზალიბერალიზაცია, ვართ ნატოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და არა ნატოს წევრი ქვეყნებიდან ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული ქვეყანა“,-აღნიშნა პრეზიდენტმა. მანვე ყურადღება გაამახვილა ევროსაბჭოს კომიტეტის დასკვნასა და აშშ-ს მიერ მიღებული კანონის მნიშვნელობაზე. ევროსაბჭოს კომიტეტის გადაწყევტილებაში პირველად დაფიქსირდა რუსეთი, როგორც კონფლიქტის მხარე. აშშ-ს მიერ მიღებული კანონის თანახმად კი, ქვეყანა, რომელიც საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს, აშშ ფინანსურ დახმარებას არ გაუწევს. "ეს ის გამარჯვებებია, რომელსაც ჩვენ დიპლომატიურ არენაზე ვზეიმობთ",-დასძინა გიორგი მარგველაშვილმა. დღეს, 12:00 სთ-დან, თბილისში, რიყის პარკში, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებთან და სხვა პარტნიორებთან ერთად, გრანდიოზულად აღნიშნავს ,,ევროპის დღეს“. მოვლენის განსაკუთრებულად აღნიშვნა ეფუძნება საქართველოში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებას.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)