02:12 - 12 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-20 13:57:06, 3519 ნახვა

პოლიტიკა
გოჩა ლორთქიფანიძის ჰააგაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ წადგენას პარლამენტმა მხარი დაუჭირა

გოჩა ლორთქიფანიძის ჰააგაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ წადგენას საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა.

ლორთქიფანიძის კანდიდატურას პარლამენტში მხარი 91-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა.

აღნიშნული კენჭისყრა პარლამენტში განხილვის გარეშე გაიმართა.

ცნობისთვის, 2020 წლის დეკემბერში ჰააგის სასამართლოს მე-19 ასამბლეაზე ექვსი ახალი მოსამართლე უნდა შეირჩეს. მათ შორის, ერთი მოსამართლე აირჩევა აღმოსავლეთ ევროპის ვაკანტურ კვოტაზე, ვინაიდან ამ რეგიონიდან არჩეულ ჩეხ მოსამართლეს ვადა ეწურება. საქართველო სწორედ აღნიშნულ პოზიციაზე წარადგენს კანდიდატს.

გოჩა ლორთქიფანიძე იუსტიციის მინისტრის მოადგილეა. ის, ასევე, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაზარალებულთა ფონდის დირექტორატის წევრია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტრიკლენდი დვალიშვილი ნურმაგამედოვის ინციდენტზე - უსმან ნურმაგომედოვი ბ**ის პირდაპირი განმარტებაა
მერაბ დვალიშვილი—ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები უკნიდან დაგვესხნენ თავს
თბილისში, დიდუბეში ცოლ-ქმარი ლიფტში მოკლული იპოვეს
ფიფია - დროა, რუსეთთან მჭიდრო სტრატეგიული კავშირისკენ ნაბიჯი გადავდგათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics