|
2020-03-17 16:49:08, 1291 ნახვა
საზოგადოება
შუახევში, კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოსახლეობის დამატებითი რისკებისგან დაცვის მიზნით შუახევის მერიაში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში ამ კუთხით არსებული ვითარება და პრევენციული ზომები განიხილეს. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შუახევის მუნიციპალიტეტის მერია, მერიას დაქვემდებარებული ორგანიზაციები მუშაობის ნაწილობრივ ონლაინ რეჟიმზე გადავიდა. გაუქმდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებები. მოქალაქეებს საშუალება აქვთ ისარგებლონ კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებებით და მუნიციპალიტეტში განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში მობრძანდნენ. ბაგა-ბაღებში, საჯარო სკოლებში, საჯარო დაწესებულებებში კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო ღონისძიებები საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ჩატარდა. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, შუახევის მერიისა და ბაგა–ბაღების გაერთიანების გადაწყვეტილებით დაიგეგმა არამალფუჭებადი პროდუქტები, რომლებიც მიმდინარე არდადეგების პერიოდში ბაღებში უნდა გამოყენებულიყო ბავშვთა კვებისათვის, მოხმარდეს ისევ ბაღის აღსაზრდელებს. პროცესი განხორციელდება მოხალისეთა ჩართულობით, რომლებიც აღჭურვილნი იქნებიან სპეციალური ეკიპირებით. პროდუქტი, შუახევის მუნიციპალიტეტის ბაღებში რეგისტრირებულ 481 აღსაზრდელს დაურიდგება. შუახევის მერიის ზედამხედველობის სამსახურის და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის შუახევის განყოფილების მიერ გაფრთხილებული იქნა მუნიციპალიტეტში მეწარმე, ფიზიკური და იურიდიული პირები, მათ შორის ავტო–სატრანსპორტო საწარმოს ხელმძღვანელი (მაღაზიები, კვების ობიექტები, სასურსათო ობიექტები, სამარშუტო ტაქსები), რომ კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით უმოკლეს ვადაში, მათ კუთვნილ ობიექტებსა და მიკრო სამარშრუტო ტაქსებს ჩაუტარონ სადეზინფექციო სამუშაოები, რაზედაც განხორციელდება ყოველდღიური კონტროლი. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ხვალიდან სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალება. პრემიერის თქმით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გავრცელების კერა. ეს გადაწყვეტილება შეეხება შუახევში არსებულ ყველა სამარშრუტო ტაქსს.
ლე პენი აცხადებს, რომ მზადაა ზელენსკის ბრიუსელში შეხვდეს
Bloomberg: პუტინმა ნატოს შემცირება აშშ-სთან უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების პირობად დაასახელა.
სალომე ზურაბიშვილი - ოცნებამ პოლიტიკური ცხოვრება ამ ქვეყანაში უკვე გააუქმა
ევა გოცირიძე ნიკა გვარამიას - ირღვეოდა თუ არა 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებები და იყო თუ არა ამაზე პასუხისმგებელი ენმ?
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)