|
2020-03-14 13:13:12, 2336 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტის 11 წევრი უგულავას გათავისუფლების მოთხოვნით, საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს
"ევროპული საქართველოს" მსჯავრდებული გიგი უგულავას გათავისუფლების მოთხოვნით საქართველოს პრეზიდენტს 11-მა ევროპარლამენტარმა მიმართა.
წერილის ავტორები მოითხოვენ, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუციით მინიჭებული უფლება უნდა გამოიყენოს.
ევროპარლამენტარები თვლიან, რომ გიგი უგავას გათავისუფლების საკითხი იქნება ტესტი, თუ რამდენად შესრულდება ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის მიღწეული შეთანხმება.
წერილში ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ საქართველოში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული შეთანხმების მიღწევის გამო მოხარულები არიან და იმედოვნებენ, რომ პოლიტიკური კრიზისი განიმუხტება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ და ოპოზიციამ საარჩევმო სისტემასთან დაკავშირებით შეთანხმება მოახერხეს. შემოდგომით არჩევნები 120/30- ზე მოდელით ჩატარდება. ასევე დაწესდა ე.წ ჩამკეტი, რომლის მიხედვითაც, პარტია, რომელიც ხმების 40%-ზე ნაკლებს მიიღებს, მთავრობას ვერ დააკომპლექტებს.
მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება ითვალისწინებდა, პოლიტიკური დევნის შეწყვეტასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.
აღსანიშნავია ისიც, რომ გუშინ გიგი უგულავამ და მისმა ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ, პრეზიდენტს გიგი უგულავას გათავისუფლების შუამავლობით მიმადთეს.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)