|
2020-03-13 18:12:41, 1552 ნახვა
საზოგადოება
პენიტენციურ დაწესებულებებში განმეორებითი სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება
ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში და დაწესებულებებთან არსებულ საზოგადოებრივ მისაღებებში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, 13 მარტს, ღამის საათებში დეზინფექცია ჩაუტარდა N8 პენიტენციური დაწესებულების (გლდანის საპატიმრო) საჩხრეკს, ავტომობილების შემოსასვლელსა და მოსაცდელ ოთახებს, სადაც ბრალდებულების მიღება და სასამართლო პროცესებზე გადასაყვანი პატიმრების დაყოვნება ხდება. „ასევე, დეზინფექცია ჩაუტარდა N18 პენიტენციური (სამკურნალო) დაწესებულების ორ სართულსაც, სადაც გარე სამყაროსთან კავშირში მყოფი პირების გადაადგილება ხდება. ეს არის პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის და მედპერსონალის სამუშაო ოთახები და ლაბორატორია. დეზინფექცია ჩაუტარდა კანცელარიას, სადაც დოკუმენტების მიღება ხდება; სპეციალური ხსნარით დამუშავდა საკონფერენციო დარბაზი, კორიდორები. ამასთან, დეზინფექცია ჩაუტარდა საგამოძიებო ოთახებსაც, სადაც ადვოკატები და გამომძიებლები გადაადგილდებიან. სადეზინფექციო სამუშაოები ღამის საათებში განხორციელდა, რადგან დამუშავებული სივრცე დეზინფექციის შემდეგ რამდენიმე საათის განმავლობაში ცარიელი უნდა იყოს. აღსანიშნავია, რომ 7-8 მარტს დეზინფექცია ჩატარდა ყველა პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციულ შენობებსა და პატიმრების საცხოვრებელი კორპუსების დერეფნებში, ასევე ყველა იმ სივრცეში, სადაც დაწესებულებაში გარედან შემსვლელი პირები ხვდებიან და პენიტენციურ დაწესებულებებთან არსებულ საზოგადოებრივ მისაღებებში. ხსნარს, რომლითაც პენიტენციური დაწესებულებები მუშავდება, ხანგრძლივი მოქმედების პერიოდი აქვს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, პერიოდულად კვლავ მოხდება პენიტენციურ დაწესებულებებსა და საზოგადოებრივი მისაღებებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება. სპეციალური პენიტენციური სამსახური ყველა ზომას მიიღებს იმისთვის, რომ ახალი კორონავირუსის საფრთხისგან დაიცვას როგორც სისტემაში განთავსებული პატიმრები, ასევე პენიტენციური სისტემის თანამშრომლები“, - ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციაში.
ლე პენი აცხადებს, რომ მზადაა ზელენსკის ბრიუსელში შეხვდეს
Bloomberg: პუტინმა ნატოს შემცირება აშშ-სთან უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების პირობად დაასახელა.
სალომე ზურაბიშვილი - ოცნებამ პოლიტიკური ცხოვრება ამ ქვეყანაში უკვე გააუქმა
ევა გოცირიძე ნიკა გვარამიას - ირღვეოდა თუ არა 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებები და იყო თუ არა ამაზე პასუხისმგებელი ენმ?
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)