|
2020-03-13 18:06:50, 1772 ნახვა
ეკონომიკა
„თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს დისტანციურ სერვისებს სთავაზობს
კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების გათვალისწინებით, თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს დისტანციურ სერვისებს სთავაზობს როგორც პროდუქციის შეძენის, ასევე ავტოსერვისის მიმართულებით, რაც საშუალებას მოგცემთ თავი აარიდოთ რიგს და მიიღოთ მომსახურება უსაფრთხოდ. კომპანია მომხმარებლებს მოუწოდებს სასურველი პროდუქცია შეიძინონ ონლაინ მაღაზიის მეშვეობით shop.tegetamotors.ge, სადაც წარმოდგენილია მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მიერ წარმოებული ავტოსათადარიგო ნაწილების სრული სპექტრი როგორც მსუბუქი, ასევე სატვირთო მიმართულებით, ავტომობილის აქსესუარები და სხვა მრავალი პროდუქცია, ხოლო თუ თქვენთვის სასურველი პროდუქტი არ მოიძებნა, საშუალება გაქვთ შეუკვეთოთ და 5-7 დღეში მიიღოთ. ამასთანავე შეგიძლიათ ისარგებლოთ „თეგეტა კომფორტის“ მომსახურებით, რომელიც გულისხმობს ავტომობილის მომსახურებას სერვისცენტრში მისვლის გარეშე. „თეგეტა კომფორტის“ ფარგლებში გთავაზობთ პერსონალური მენეჯერის მომსახურებას, რომელიც მოგაკითხავთ სასურველ მისამართზე და თავად უზრუნველყოფს თქვენი ავტომობილის სერვისცენტრში გადაყვანას. კომპანია ავტომობილზე სრულად არის პასუხისმგებელი, აღსანიშნავია რომ ავტომობილი ტრანსპორტირების დროს დაზღვეულია. პერსონალური მენეჯერი სატელეფონო კომუნიკაციით დეტალურად მოახდენს თქვენს ინფორმირებას ავტომობილის მდგომარეობის და საჭირო სერვისის შესახებ. „თეგეტა კომფორტი“ აერთიანებს 5 სერვისს: კომფორტ მომსახურება - გულისხმობს პერსონალური მენეჯერის მომსახურებას და სრულ ავტოსერვისს; აკუმულატორის ადგილზე მიტანა-მონტაჟის მომსახურება - თეგეტას პერსონალური მენეჯერი თქვენთვის სასურველ ადგილას უზრუნველყოფს აკუმულატორის მოტანას და მონტაჟს; ავტომობილის ჩანაცვლება - სერვისით სარგებლობისას შეგიძლიათ იქირაოთ ალტერნატიული ავტომობილი, ვიდრე თქვენი შეკეთდება; ავტომობილის დაქოქვა - თუ მოულოდნელად ავტომობილი ვერ დაქოქეთ, შეგიძლიათ გამოიძახოთ თეგეტას პერსონალური მენეჯერი, რომელიც დაგეხმარებათ ამ პრობლემის მოგვარებაში; ადგილზე ვულკანიზაციის სერვისი - თუ თქვენი ავტომობილის საბურავი დაზიანდა, თქვენ კი მის გამოსაცვლელად საჭირო ხელსაწყოები არ მოგეპოვებათ ან უბრალოდ არ იცით როგორ შეცვალოთ, გამოიძახეთ თეგეტას პერსონალური მენეჯერი და ის დაგიმონტაჟებთ სათადარიგო საბურავს. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ თეგეტას ევაკუატორის 24 საათიანი მომსახურებით. იმ შემთხვევაში თუ გიწევთ ვიზიტი, თეგეტა გთავაზობთ წინასწარი ჩაწერის სერვისს, რომლის საშუალებითაც შესაძლებლობა გაქვთ დაჯავშნოთ ვიზიტი სწრაფი სერვისის ან სერვისების მისაღებად. აღნიშნული სერვისით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ონლაინ რეზერვაციით reservation.tegetamotors.ge, ასევე თეგეტას ცხელ ხაზის მეშვეობით 032 226 44 44.
რუსული Yandex-ის საჩივრის საფუძველზე კონკურენციის სააგენტომ Wolt-ისა და Glovo-ს წინააღმდეგ მოკვლევა დაიწყო
მთავრობამ საქართველოს განვითარების ფონდი გააუქმა
მთავრობამ საპატრიარქოს გორის სოფელ ხელთუბანში, ქონება უსასყიდლოდ 99 წლით გადასცა
ძალადობის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა - ფეხბურთში ქალთა ეროვნული ლიგის თამაში პროტესტის ნიშნად ჩაიშალა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)